უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2017 16:55
font-size

კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერი უნდა გაკეთდეს - „კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით დეპუტატებს შორის გამოთქმულ აზრთა სხვადასხვაობებს გამოეხმაურა.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, „კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრებმა მიმართეს საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ასახვის მიზნით.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის აღნიშვნა უმნიშვნელოვანესი განაცხადი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით ევროპული ტიპის დემოკრატიის ფორმირების, ასევე ქვეყნის გარეთ საგარეო-პოლიტიკური კურსის პრიორიტეტების განსაზღვრის თვალსაზრისით. საქართველოს უკვე აქვს გაცხადებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, თუმცა ის არ არის აღნიშნული საქართველოს სახელმწიფოს სახელმძღვანელო დოკუმენტსა და ძირითად კანონში - კონსტიტუციაში. ვფიქრობთ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მუდმივად დგას საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე, აღნიშნული განაცხადის კონსტიტუციის სიმაღლეზე აყვანა კიდევ ერთი გარანტია იქნება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთადერთი სწორი მიმართულებით განვითარების თვალსაზრისით.

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის საქართველოს საკონსტიტუციო კომისიას შემდეგ ფორმულირებას სთავაზობს:

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და საკონსტიტუციო კომისიას გაითვალისწინოს ჩვენი წინადადება და კონსტიტუციაში ასახოს შესაბამისი ცვლილებები, რაც საქართველოს სახელმწიფოს საგარეო სტრატეგიული კურსის ურყევობას განამტკიცებს.’’- ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

16 მაისი, 2024 , 19:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიც

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ლევან ხაბეიშვილი

16 მაისი, 2024 , 18:05

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი

სრულად ვუჭერ მხარს ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში ქართველების დახმარებას - შარლ მიშელი

16 მაისი, 2024 , 14:11

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და შემდეგ პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. სა

კახა კალაძემ ახალგაზრდებს მიმართა: არ დაუჯეროთ, უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესი აქვთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი

16 მაისი, 2024 , 12:32

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, მიმართა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და არავინ შეძლოს მათი შეცდომაში შეყვანა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ „

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

16 მაისი, 2024 , 12:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიც

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები, მხარდაჭერა და არა ფარისევლობა, ძირის გამოთხრა, ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ ჩრდილოეთიდან - შალვა პაპუაშვილი

16 მაისი, 2024 , 11:40

ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალ გამოწვევებთან გამკლავება საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი