უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 აგვისტო, 2018 15:55
font-size

კურორტ გოდერძიზე ინგლისური ენის კურსდამთავრებულებს სერtიფიკატები გადაეცათ

კურორტ „გოდერძი“-ზე „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში ინგლისური ენის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი პროექტის მონაწილეებს დღეს შეხვდა და მათ კურსის მიზანზე, მთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და კურორტ გოდერძის განვითარებაში მაღალი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

"ჩვენი მთავარი მიზანია მაღალმთიანი აჭარა იქცეს ოთხივე სეზონზე მიმზიდველ მიმართულებად. ამისთვის ყველა საჭირო წინაპირობა არსებობს. ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება მაღალმთიანი აჭარისთვის. ტურისტებთან კომუნიკაციის გაადვილების და სერვისების ამაღლების მიზნით 2017 წლის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეების გადამზადება მთელი აჭარის მაშტაბით. ჩვენ ჩავატარეთ ერთთვიანი სატრენინგო კურსი ინგლისურ ენაში და მოვამზადეთ სპეციალური ვიდეო გაკვეთილები, რომელიც დაეხმარებათ საოჯახო-სასტუმრო სახლის მეპატრონეებს საკომუნიკაცია ენის შესწავლაში. განსაკუთრებულად მოტივირებულია ახალგაზრდობა. კურორტ გოდერძიზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, აქტიურად ხორციელდება სერვისების განვითარება, რაც ტურიზმის სფეროსთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია"- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა

წელს, „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში კურორტ გოდერძიზე ტურისტული ობიექტების 30-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა. ენის კურსებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ის ძირითადი, საბაზისო საკომუნიკაციო ინგლისური, რომელიც სტუმარმასპინძლობისას ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების, გაყიდვისა და მომსახურებისას სჭირდებათ. ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტი წელს პირველად დაიწყო, თუმცა მისი გაგრძელება სხვა ტურისტულად აქტიურ მუნიციპლიტეტებშიც იგეგმება. 2017-2018 წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის, „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში, აჭარაში ტურიზმის სექტორში დასაქმებული 1000-მდე ადამიანი გადამზადდა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი