უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

28 ივნისი, 2017 14:40
font-size

ლარის კურსის და ქართული ეკონომიკის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა წარმატებიტ შევძელით - აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ეკონომიკის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა მოახერხა.

დეპუტატმა მაგალითად, ლარის კურსი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამჟამად ის სტაბილურ ნიშნულზეა.

ამის შესახებ ზოიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, აკაკაი ზოიძემ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის კენჭისყრის პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებული შეგრძნება ქონდა.

„განსაკუთრებული შეგრძნება მქონდა, როდესაც დავაჭირე მწვანე ღილაკს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებისას. ეს შეგრძნება დღესაც არ გამქრალა, იმ პირობებში როდეც არის დაუსაბუთებელი ბრალდებები და ხშირ შემთხვევაში ცილისწამების ნიაღვარი ჩვენი ოპონენტების მხრიდან.

მწამს, რომ ჩვენს მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ღირსეულად გაუძლებს ათწლეულების გამოცდას და დიდ როლს შეასრულებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და დემოკრატიულ განვითარებაში.

მაგრამ, რაოდენ მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს კონსტიტუცია, ის მხოლოდ საძიკრველია და ხშირ შემთხვევაში ინსტრუმენტი ქვეყნის იმ მთავარი მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს წინასარჩევნო პროგრამაში სამი სიტყვით იყო გამოხატული: სტაბილურობა, სწრაფი განვითარება, კეთილდრეობა.

სტაბილურობა იყო ის ამოცანა, რომელიც ჩვენ გვქონდა პირველი ექსვსი თვის განმავლობაში იმ საკითხთან მიმართებაში, რასაც ქვია იგივე, ლარის კურსის და ქართული ეკონომიკის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და ჩვენ ეს წარმატებით შევძელით. დღეს, უკვე ლარის კურსი აღარ არის ყოველდღიური ნიუსების საგანი“,-აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი