უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 დეკემბერი, 2017 14:00
font-size

ლიბერთი ბანკი და Educare Georgia ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგებს აჯამებენ

27 დეკემბერს, ლიბერთი ბანკის და Educare Georgia-ს წარმომადგენლებმა ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. ლიბერთი ბანკი 2017 წელს შეუერთდა Educare Georgia-ს პარტნიორთა რიგებს და ორგანიზაციას დახმარება გაუწია ხანის აკადემიის (Khan Academy) ქართულად თარგმნასა და პლატფორმის პოპულარიზაციაში.

ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა თემაზე წარმოდგენილია ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული სავარჯიშოები. Educare Georgia უზრუნველყოფს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნას, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია უცხო ენის ბარიერის გარეშე. ვიდეო გაკვეთილები დაყოფილია როგორც სასკოლო კლასების, ასევე თემების და საგნების მიხედვით. პლატფორმა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს დააკვირდნენ მოსწავლეთა პროგრესს და მეტი ყურადღება დაუთმონ იმ საკითხებს, რაშიც მოსწავლეები მეტ დახმარებას საჭიროებენ.

2017 წელს Educare Georgia-ს ძალისხმევით ქართულ ენაზე შეიქმნა მათემატიკის 2,000 ზე მეტი ვიდეო გაკვეთილი. ამავე წელს ორგანიზაციის ძალისხმევით ხან აკადემია გამოიყენა 65,000 მომხმარებელმა მთელი საქართველოდან. გარდა ამისა, მათემატიკის მასწავლებლებმა აქტიურად გამოიყენეს Khan Academy სასწავლო პროცესში შემდეგ ქალაქებში: გორი, ქუთაისი, რუსთავი, ბორჯომი, ბადიაური, თოხლიაური, დაბა ჟინვალი, დუშეთი, სალხინო, სამეგრელო, სერგიეთი, სამეგრელო, ფასანაური, დუშეთი.

სულ პროექტში მონაწილეობდა 375 მოსწავლე. მათ სემესტრის განმავლობაში "დაახელოვნეს" ("დახელოვნება" - ხანის აკადემიაზე საკითხის სრულფასოვნად შესწავლის სტატუსის სახელწოდება) 11,728 ახალი საკითხი/უნარი.

ხანის აკადემიის პოპულარიზაციასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში დიდი როლი სწორედ მასწავლებლებს ენიჭებათ. ხანის აკადემიის პლატფორმას საქართველოში 3,000 მდე მასწავლებელი იყენებს. ლიბერთი ბანკმა და Educare Georgia-ს წარმომადგენლებმა შეარჩიეს 5 წარმატებული მასწავლებელი: მარინა კაპანაძე, რუსთავი - N7 საჯარო სკოლა, ქეთევან ტყეშელაშვილი, თბილისი - იუჯი სკოლა, შორენა ადუაშვილი, თბილისი - ათასწლეულის სკოლა, იოსებ გოგიჩაიშვილი, თბილისი - ათასწლეულის სკოლა, ნინო ლომსაძე, თბილისი - კლასიკური გიმნაზია.

მასწავლებლებს შესაბამისი სიგელი და ფულადი პრიზები გადაეცათ. დაჯილდოვდნენ ის მასწავლებლები, რომლებმაც ყველაზე მეტი მოსწავლე ჩართეს და რომელთა მოსწავლეებმა ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენეს უნარების დაუფლების კუთხით.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დღეს ასეთი კარგი შედეგი გვაქვს ხანის აკადემიის პოპულარიზაციის კუთხით. მომავალ წელს ვგეგმავთ ბიოლოგიის, ფიზიკის და ქიმიის ვიდეო გაკვეთილების ქართულად თარგმნას, რაც კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს მისცემს საშუალებას გაიღრმაონ ცოდნა საბუნებისმეტყველო საგნებში. ასევე ვგეგმავთ უფრო მეტ სკოლაში შევიტანოთ ხანის აკადემიის გამოყენების პრაქტიკა. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს პარტნიორობისთვის, რადგან Educare Georgia-ს წარმატება მხოლოდ პარტნიორი დონორების და მოხალისეების ძალისხმევით არის შესაძლებელი,“ - აღნიშნა Educare Georgia-ს დირექტორმა, ბატონმა გიორგი ჯიბლაძემ.

„ქვეყანაში განათლების დონის ამაღლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკი ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განათლების მიღებას. ვფიქრობ, რომ ხანის აკადემიის პლატფორმა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სკოლის მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის.“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა დავით ვერულაშვილმა.

ხანის აკადემიის ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ გვერდზე: https://ka.khanacademy.org/ და YouTube არხზე (Khan Academy Kartuli)

Disclaimer: This email and any files transmitted with it are confidential, represent an intellectual property of JSC Liberty Bank and are intended solely for the use of the individual or entity to whom they are addressed. If you are not the named addressee you should not disseminate, distribute or copy this email. Please notify the sender immediately by email if you have received this email by mistake and delete this email from your system. If you are not the intended recipient you are notified that disclosing, copying, distributing or taking any action in reliance on the contents of this information is strictly prohibited.

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი