უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 თებერვალი, 2017 11:55
font-size

მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა 107%-ით გაიზარდა

2016 წელს, მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. პოპულარულ მარშრუტებზე ვიზიტორების რიცხვი 2015 წელთან შედარებით 107%-ით გაიზარდა, რაც 5513 ვიზიტს გულისხმობს.

წლის განმავლობაში მაჭახელას, ხიხანისა და ქედის ტურისტული მარშრუტები ვიზიტორებსა და ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, რაც აისახა საოჯახო-სასტუმრო სახლებში ვიზიტორების რაოდენობაზეც.

+99% ვიზიტორების რაოდენობა ქედაში
+113% ვიზიტორების რაოდენობა ხიხაძირში
+244% ვიზიტორების რაოდენობა მაჭახელაში
აღნიშნულ მარშრუტებზე ასევე გაიზარდა საოჯახო-სასტუმრო სახლების რაოდენობაც. 2016 წელს, ტურისტებსა და ვიზიტორებს 20-ზე მეტი სახლი ემსახურებოდა, რაც 33%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით.

ვიზიტორების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა მაღალმთიან აჭარაში არსებულ მუზეუმებშიც. ჩხუტუნეთის, ქედისა და სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმებს წლის განმავლობაში 13 628 ვიზიტორი სტუმრობდა. საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და მუზუემებში გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა დადებითად აისახა კვების ობიექტებზეც.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ არსებული სტატისტიკური მონაცემები საოჯახო-სასტუმრო სახლების, მუზეუმებისა და კვების ობიექტების მეპატრონეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადა. სააგენტო მაღალმთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით 2015 წლის ბოლოდან მუშაობს.

„ჩვენი სააგენტო 2016 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შექმნისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მაჭახელას, ხიხანისა და ქედის ღვინის მარშრუტის მარკირება-განვითარება. ჩვენ აღნიშნულ მარშრუტებზე ორგანიზება გავუწიეთ 18 ინფოტურს, რომლის ფარგლებშიც იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს 300-ზე მეტი ადამიანი გაეცნო. ჩვენ აღნიშნული მარშრუტების გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით ასევე მოვახდინეთ 18 გიდის გადამზადება. მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარება-ათვისების გარეშე შეუძლებელია რეგიონი გავხადოთ მთელი წლის განმავლობაში ტურისტებისთვის მიმზიდველ ტურისტულ ადგილად. ამიტომ ჩვენ მიმდინარე წელსაც, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის ჩვენ ისევ მივიღებთ ტურისტების გაზრდილ რაოდენობას,“ აღნიშნა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი