უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 მარტი, 2019 12:45
font-size

მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის ოპერატორი კომპანიის ცვლილებაზე - სამწუხაროდ, ეს არღვევს ინტერესთა გამოხატვის პირობასაც და სულისკვეთებასაც

„ანაკლიის პორტში შემოდის არა SSA Marine, არამედ SSA International,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია “იმედის”გადაცემა “იმედი Live”-ში განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, ყველამ ნახა, როგორ მოეწერა ხელი ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და კომპანია SSA MARINE-ს შორის ხელშეკრულებას ინვესტიციის განხორციელების თაობაზე.

“სამწუხაროდ, დღეს კონსორციუმს შემოთავაზებული აქვს ჩვენთვის არა SSA Marine-ის, არამედ ერთ ჯგუფში შემავალი, პარალელური ორგანიზაციის SSA International-ის შემოსვლა. SSA Marine ნამდვილად არის დიდი კომპანია, 250 პორტის ოპერატორია. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი SSA International - ზე, რომელიც ბევრად პატარა კომპანიაა, რამდენიმე პორტის ოპერატორი ისიცაა, მაგრამ ის პორტები ანაკლიასთან შედარებით მცირე ზომისაა,“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

ვიცე-პრემიერის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, SSA International არ შემოდის სრული მოცულობით და ის ამ პროექტში წარმოდგენილი იქნება კომპანიის 5 ამერიკელი თანამშრომლით.

“გარდა ამისა, როცა ვსაუბრობთ პორტის ოპერატორზე, როდესაც კონსორციუმის კონკურსში შემოდიოდა, შემოთავაზებული ჰქონდა 12 თუ 17 დიდი პორტის ოპერატორი კომპანიები. ახლა ჩვენ გვაქვს ალტერნატიული მოდელი, როცა კომერციულ რისკებს საკუთარ თავზე იღებს კონსორციუმი, ასევე, კონსორციუმისა და SSA International-ის მიერ დაფუძნებული კიდევ სხვა ქართული კომპანია, რომელშიც იმუშავებს 5 ამერიკელი მენეჯერი და ამ კომპანიამ უნდა წარმართოს პორტის კომერციული მართვა. სამწუხაროდ, ეს არღვევს ინტერესთა გამოხატვის პირობასაც და სულისკვეთებასაც”,- აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

ამ თემაზე საუბრისას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბანკების 8 პუნქტიან მოთხოვნებზე, სადაც ტვირთბრუნვის ნაწილში მოთხოვნილია სახელმწიფო გარანტია, რადგან პროექტს არ ჰყავს სტრატეგიული ინვესტორი.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი