უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 აპრილი, 2018 14:20
font-size

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ სწორი გზით მივდივართ - ირაკლი კოვზანაძე

2018 წელს საქართველოს ეკონომიკა, სულ მცირე, 5%-ით გაიზრდება, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის 4.5%-იან ზრდაზე, თუმცა, იანვარ-თებერვლის მშპ-ის რეალურმა ზრდამ უკვე 4.9% შეადგინა, მხოლოდ თებერვალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 5.5%-ს მიაღწია. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 16.3%-ით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელსაც შენარჩუნებულია ექსპორტის იმპორტთან შედარებით მკვეთრი ზრდის ტენდენცია“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველოში ინფლაციის დონე მცირდება და წელს, სავარაუდოდ, სამიზნე მაჩვენებელს მიუახლოვდება.

„გასულ წელს ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო სამომხმარებლო ფასების, ინფლაციის ზრდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გუშინ მარტის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ინფლაციის დონემ -0.4% შეადგინა, ანუ, დეფლაცია დაფიქსირდა, წლიურმა ინფლაციამ კი - 2.8% შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის თარგეთი წელს 3%-ით განისაზღვრა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი- 3.5%-ზეა გათვლილი. ვფიქრობ, ინფლაცია მიმდინარე წელს დაგეგმილ ფარგლებში იქნება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2017 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8.7%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი წლების განმავლობაში 12%-ის ფარგლებში მერყეობდა.

„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება განაპირობა ექსპორტის იმპორტთან შედარებით და ტურიზმიდან შემოსავლების, ასევე უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდამ. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდა 530 მილიონი დოლარით, პირადად მე მიმაჩნია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია წელსაც გაგრძელდება და ქვეყანაში მაკროეკონომიკურ და სავალუტო სტაბილურობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ტემპებიც და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ოპერატიული მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსულობებმა 2 მლრდ. 961 მლნ. ლარი შეადგინა და გეგმა 213 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა.

„ჩვენ სწორი კურსი გვაქვს აღებული, სწორი გზით მივდივართ და ეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი