უკან
უახლესი ამბები
- 08.05.2024 18:16არ შეიძლება `ქართული ოცნება` იდგეს ამ ზარების უკან, გამორიცხულია, შეურაცხყოფაა - გია ვოლსკი
- 08.05.2024 16:44ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის დასრულების ამ შემოდგომაზე, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ - იაგო ხვიჩია
- 08.05.2024 16:34ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი, სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ - მირიამ ლექსმანი
- 08.05.2024 14:59არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება
- 08.05.2024 14:53საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი
არქივი
რეგიონები
16 ოქტომბერი, 2017 13:00
მარტვილში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული მ.ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 235 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).