უკან
რეგიონები
25 ივნისი, 2018 12:20
მდინარე ილტოში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახმეტაში, მდინარე ილტოში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო.
ახალგაზრდა მდინარე ილტოზე მდებარე ე.წ. საგუბრის ტერიტორიაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მოზარდი გაუჩინარდა, რის შემდეგაც მეგობრებმა მისი ძებნა დაიწყეს.
ახალგაზრდის ცხედარს ე.წ. საგუბარში წყლის დაცლის შემდეგ, ფსკერზე მიაკვლიეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.