უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 დეკემბერი, 2016 18:45
font-size

მედიაჰოლდინგმა „იმედმა“ კი არ იყიდა „მაესტრო“ და GDS, არამედ GDS-მა იყიდა „იმედი“ და „მაესტრო“ -მამუკა ღლონტი

ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის მამუკა ღლონტის განცხადებით, მედიაჰოლდინგმა „იმედმა“ კი არ იყიდა „მაესტრო“ და GDS, არამედ GDS-მა იყიდა „იმედი“ და „მაესტრო“.

ამის შესახებ ღლონტმა რუსთავი2-ის ეთერში მედიაჰოლდინგ „იმედის“ მიერ „მაესტროსა“ და GDS საკონტროლო პაკეტის შეძენის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ეს გარიგება არ მოხდა არც გუშინ და არც დღეს. ეს გარიგება მოხდა არჩევნების წინ და ამის შესახებ მე სულ ვსაუბრობდი. სულ ვამბობდი, რომ „მაესტროს“ რეალური მყიდველი არის ირაკლი რუხაძე და ირაკლი რუხაძისა და „იმედის“ რეალური მყიდველი ვინ არის, ამის მიხვედრა ძნელი არ არის. მე ვიტყოდი, რომ„იმედმა“ კი არ შეიძინა „მაესტრო“ და ჯიდიესი, არამედ ჯიდიესმა შეიძინა „მაესტრო“ და „იმედი“,-აღნიშნა მამუკა ღლონტმა.

„მაესტროს“ დამფუძნებელი გარიგების უკან ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს, ხოლო გარიგების მიზანში კი, სახსრების ეკონომიას ხედავს.

„ანუ სამივე არხსზე საინფორმაციოს გაკეთება უჯდებათ ძვირი და ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რა ფორმითაც შეიძლება ჟურნალისტების გათავისუფლება სამსახურიდან. თორემ, ვისაც სჯერა რაღაც ჰოლდინგების და არხების გადარჩენების და ასე შემდეგ, გულწრფელად მეცოდება ასეთი ხალხი. სამის ნაცვლად გააკეთებენ ერთ საინფორმაციოს“,-აღნიშნა ღლონტმა.

მან ტელეკომპანია რუსთავი2- მიულოცა ის, რომ ტელევიზიის წართმევა დღის წესრიგში არ დგას.

„სხვათაშორის რუსთავი2-ს მინდა მივულოცო. ვინაიდან ამათმა ისეთი რაღაცა გააცხადეს, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ტელევიზიის წართმევა დღის წესრიგში აღარ არის. შემდეგი ეტაპი იქნება ის, რომ ცოტა ხანი შეისვენებენ და შემდეგ მისდგებიან ყველა იმ თავისუფალ მედიას, რომლებიც ასე თუ ისე რაღაც როლს თამაშობენ ქვეყანაში“,-განაცხადა მამუკა ღლონტმა.

მან ასევე პირდაპირ ეთერში პირველად განაცხადა, რომ „ამ გარიგების ავტორებმა შემომითვალეს, რომ თუ არ მივყიდით წილებს, ისინი გაზრდიან საწესდებო კაპიტალს „მაესტროსი“და ჩვენ ამ ფორმით საერთოდ გაგვაგდებენ „მაესტროს“ დამფუძნებელთა რიგიდან. პირველად ვაჟღერებ ამ ინფორმაციას.ბრძოლის უკვე ასეთ მეთოდზე მიდიან“,-განაცხადა მამუკა ღლონტმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი