უახლესი ამბები
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
- 30.09.2025 09:44სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
- 30.09.2025 09:23დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი
- 30.09.2025 08:44ანონსი - 30 სექტემბერი
- 30.09.2025 08:03დღის კალენდარი - 30 სექტემბერი
არქივი
საზოგადოება


მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორის, სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
„მერაბ კოკოჩაშვილი წლების განმავლობაში საკუთარ ცოდნას, საკუთარ გამოცდილებას და ფანტასტიკურ ხედვას ახმარს ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას,“- განაცხადა საიუბილეო საღამოზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც ცნობილი რეჟისორი ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და ხანგრძლივი და წარმატებული სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მერაბ კოკოჩაშვილის მსგავს ადამიანებთან ურთიერთობა, მათი ცოდნის, გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს ცოდნის ამაღლებას, სტუდენტების პროფესიულ ზრდას. დარწმუნებული ვარ, სტუდენტები მისით ამაყობენ. მერაბ კოკოჩაშვილმა თავის მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად გარდატეხა შეიტანა ქართულ ხელოვნებასა და, როგორც თვითონ ხაზს უსვამს ხოლმე, ეროვნულ კინოში,“-აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო მერაბ კოკოჩაშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი - ,,ვინც თავისი თავი შექმნა, self made” (ავტორი: გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი ნინო კაკულია).
„დიდი ბედნიერებაა იყო მერაბ კოკოჩაშვილის სტუდენტი და გაიზარდო იმ ესთეტიკურ ფასეულობებზე, რომელსაც ის ასწავლის როგორც პროფესორი და როგორც რეჟისორი. იგი ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეული სახეა, რომელმაც რეჟისორთა მრავალი თაობა აღზარდა,“- განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ეროვნული კინო-ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაია ჭილაშვილი, კინო-აკადემიისა და კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მერაბ კოკოჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებს. „თითქმის 30 წელია უნივერსიტეტში ვმუშაობ. შემიძლია გითხრათ, რომ კინო-ტელეხელოვნების მიმართულების ჩამოყალიბებიდან აქ ვარ. უნივერსიტეტი ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდა ჩვენი მიმართულების მიმართ და მიმართულებაც ცდილობდა მაქსიმალურად ყველაფერი გაეკეთებინა უნივერსიტეტისთვის. უნივერსიტეტის კინოს ენისა და სტრუქტურის ლაბორატორიაში გარკვეული მეცნიერული კვლვევა მიმდინარეობდა. აქ შეიქმნა კინოს ენციკლოპედიური ლექსიკონი, რომელიც ძალიან საჭირო წიგნია დღევანდელი კინომატოგრაფებისათვის,“-აღნიშნა ცნობილმა რეჟისორმა.
11 მხატვრული და 10 დოკუმენტური ფილმის რეჟისორს 21 მარტს 84 წელი შეუსრულდა. მერაბ კოკოჩაშვილი 2006 წლიდან დღემდე თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელია.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
30 სექტემბერი, 2025 , 13:01
ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
30 სექტემბერი, 2025 , 12:48

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა
29 სექტემბერი, 2025 , 19:49

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა
29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ
29 სექტემბერი, 2025 , 17:29

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოტო მოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა
29 სექტემბერი, 2025 , 16:59