უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მაისი, 2021 10:30
font-size

მომენტალური გადახდები მობილურით - სამი რამ, რაც უნდა იცოდეთ

იცოდით, რომ მსოფლიოში თითქმის 3 მილიარდი ადამიანი სმარტფონის მომხმარებელია და ისინი მობილურ ტელეფონს დღეში საშუალოდ 171 წუთი იყენებენ? ეს რიცხვები მიუთითებს მობილური ტელეფონის გამოყენების სიხშირესა და პოპულარობაზე. ჩვენს საუკუნეში ის გახდა ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან თითქმის არავინ გადის.

მართლაც დიდი ხანია მობილური ტელეფონი აღარ არის მხოლოდ ზარების მიმღები თუ დასარეკად განკუთვნილი მოწყობილობა. მას თან უამრავი ფუნქცია აქვს შეთასებული, ტელეფონში არსებული აპლიკაციებით კი ვიმარტივებთ ყოველდღიურ საქმიანობას. სხვა უამრავ საჭირო აპლიკაციას შორის, ფინანსების მართვის და განკარგვის აპლიკაცია ერთ-ერთია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ და ტრანზაქციების სწრაფად და მარტივად შესრულებაში დაგეხმაროთ. სწორედ ამ მომენტებისთვის დაგჭირდებათ თიბისი ფეის აპლიკაციაა, რომელშიც გადახდებთან და ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ ოპერაციებს მომენტალურად შეასრულებთ. ამ სტატიაში თიბისი ფეის სამ კონკრეტულ უპირატესობას გაგაცნობთ, რაც მობილურით გადახდებს სასიამოვნო და კომფორტულ პროცესად აქცევს.

თანხის მომენტალურად ასახვა

თიბისი ფეის აპლიკაციაში 1000-ზე მეტი სერვისის გადახდაა შესაძლებელი. რა უნდა იყოს იმაზე მეტად საჭირო და აუცილებელი, ვიდრე ჩვენს მიერ შესრულებული ტრანზაქციის დაუყოვნებლივი ასახვა? როცა საქმე გადახდებს ეხება, სისწრაფემ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს. თუ მნიშვნელოვანი გადახდა გადაგავიწყდთ, აფორიაქება საჭირო არ არის - შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თიბისი ფეიზე გადახდებს შაბათ-კვირას, უქმებსაა და დასვენების დღეებშიც შეძლებთ.

ჯარიმების გადახდა, კომუნალურების დაფარვა, სხვადასხვა მოსაკრებლების გადახდა, სწავლის საფასურის დაფარვა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, როდესაც ტრანზაქციის დროული ასახვა გულისხმობს უსიამოვნებების თავიდან არიდებას. მობილური აპლიკაციით გადახდა კი საშუალებას გაძლევთ გადაიხადოთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ. მთავარია თან გქონდეთ თქვენი სმარტფონი და გახსენებისთანავე შეძლებთ მნიშვნელოვანი გადახდების შესრულებას.

თანხის მიღება და გადარიცხვა

თიბისი ფეის აპლიკაციით არამარტო გადაიხდით საჭირო სერვისების გადასახადს, არამედ შეძლებთ თანხის მესამე პირისთვის გადარიცხვასაც. თანხის გადასარიცხად ოთხი მარტივი გზა გაქვთ:

- გადარიცხვა პირადი ნომრით;

- გადარიცხვა მობილურის ნომრით;

- გადარიცხვა მიმღები პირის ბარათის 16-ნიშნა კოდის მითითებით.

- გადარიცხვა IBAN ანგარიშის ნომრით.

იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაცია გაქვთ ხელთ, აირჩევთ გადარიცხვის თქვენთვის მოსახერხებელ გზას. თანხის გადარიცხვის სერვისით დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის დასვენების დღეებში შეძლებთ სარგებლობას. თუ თანხის მომენტალურად ჩარიცხვა გსურთ, თიბისი ფეი ამ შემთხვევაში ნამდვილად გამოგადგებათ.

თანხის გადარიცხვის გარდა, აქ თანხის მოთხოვნაცაა შესაძლებელი. ეს სერვისი პირველად საქართველოში თიბისი ფეიმ დანერგა. თუ სამეგობრო საერთო საქმისთვის ფულს აგროვებთ, ეს სერვისი ძალიან დაგეხმარებათ თანხა სწრაფად და მარტივად შეაგროვოთ. გარდა ამისა, დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებული უხერხულობაც. თუ გადმომრიცხავი თანხის გამოგზავნას დააგვიანებს, შეგიძლიათ პირისპირ შეხსნების ნაცვლად, ამის თაობაზე მას აპლიკაციით შეახსენოთ.

საჭირო და სასარგებლო ფუნქციები

გადასახადების გადახდა, ერთი მხრივ, რუტინული და მომაბეზრებელი პროცესია. თუმცა თიბისი ფეის მობილური აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში, ასე აღარ იფიქრებთ. აპლიკაციას უამრავი ფუნქცია აქვს, რაც გადასახადების შესრულებას მარტივს და კომფორტულს გახდის. გაიარეთ რეგისტრაცია მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებით და ისარგებლეთ სრული ფუნქციონალით:

- შექმენით ხშირად გამოყენებული გადასახადების შაბლონები და გაიმარტივეთ ყოველი მომდევნო გადახდა;

- ამობეჭდეთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ნებისმიერ დროს;

- დაამახსოვრეთ საბანკო ბარათი და თავიდან აირიდეთ მონაცემების ყოველ ჯერზე ხელახლა შეყვანა;

- იპოვეთ გადახდების ისტორიაში ყოველი ტრანზაქცია და უკეთ აკონტროლოთ დანახარჯები;

- ჩართეთ დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღების ფუნქცია და თქვენს სააბონენტო ნომერზე გადასახადის ასახვისთანავე მიიღეთ SMS;

- ისარგებლეთ სპეციალურად მობილური გადახდებისთვის შექმნილი აპლიკაციით, სადაც მარტივი ინტერფეისი და მოსახერხებელი ფუნქციები კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის გადახდების შესრულებას.

თიბისი ფეის სისტემა, მობილური აპლიკაციის გარდა, ვებგვერდით და სწრაფი გადახდის აპარატების სახითაცაა წარმოდგენილი. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი და მიჰყევით გადასახადების გადახდის ყველაზე იოლ და თქვენზე მორგებულ გზას. თიბისი ფეის უპირატესობა მის სანდოობაში, სისწრაფესა და სიმარტივეშია.

გადმოიწერეთ აპლიკაცია:

iOS-ისთვის - App Store

Android-ისთვის - Google Play

NS

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი