უახლესი ამბები
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
- 30.09.2025 09:44სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
- 30.09.2025 09:23დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი
- 30.09.2025 08:44ანონსი - 30 სექტემბერი
- 30.09.2025 08:03დღის კალენდარი - 30 სექტემბერი
არქივი
საზოგადოება


მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში თსუ რეგიონის ლიდერია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი U.S.News&World Report-ის 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია რეგიონიდან, რომელიც 500 საუკეთესოთა შორისაა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. 2019 წლის რანჟირებისთვის განხორციელებულ კვლევებში მსოფლიოს 75 ქვეყნის 1250 საუკეთესო უნივერსიტეტი მოხვდა. U.S.News&World Report-ის მონაცემებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში 435-ე ადგილს იკავებს. დარგობრივი რანჟირებით კი თსუ-მ ფიზიკის მიმართულებით 278-ე ადგილი დაიკავა.
U.S.News&World Report უკვე 30 წელია რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებას აქვეყნებს. U.S.News&World Report რეიტინგების შედგენისას 13 ინდიკატორს იყენებს, რაც უნივერსიტეტების აკადემიურ, კვლევით საქმიანობას და გლობალურ და რეგიონულ რეპუტაციას ეყრდნობა. კვლევის ავტორები ასევე ითვალისწინებენ უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობას პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემის, კონფერენციების ორგანიზების კუთხით, ციტირების ინდექსს, საერთაშორისო თანამშრომლობას, ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილს.
კვლევისას ასევე გამოყენებულია აკადემიური წრეების წარმომადგენელთა და მკვლევართა მოსაზრება მათთვის ნაცნობი მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე.
2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში ყველაზე მეტი ინსტიტუციით აშშ ლიდერობს - 227 უნივერსიტეტით, რომელთა შორის პირველ პოზიციაზეა ჰარვარდის უნივერსიტეტი. ლიდერ ქვეყნებს შორისაა ჩინეთი 130 უნივერსიტეტით, დიდი ბრიტანეთი - 78, იაპონია - 67 და გერმანია 62 უნივერსიტეტით. მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში საქართველოდან და რეგიონიდან მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხვდა.
U.S.News&World Report მიიჩნევს, რომ გლობალური რანჟირება საუკეთესო მაჩვენებელია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლით არიან დაინტერესებულნი და მეტ ყურადღებას აქცევენ უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობას და მსოფლიო რეპუტაციას. (https://www.usnews.com/education/best-global-universities/ivane-javakhishvili-tbilisi-state-university-528844)

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
30 სექტემბერი, 2025 , 13:01
ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
30 სექტემბერი, 2025 , 12:48

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა
29 სექტემბერი, 2025 , 19:49

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა
29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ
29 სექტემბერი, 2025 , 17:29

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოტო მოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა
29 სექტემბერი, 2025 , 16:59