უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ოქტომბერი, 2017 11:10
font-size

მცდელობა, რომ დებატები მხოლოდ 2 კანდიდატს შორის გაიმართოს, არის უპატივცემულობა კონკურენტებისა და მათი ელექტორატის მიმართაც - კახა კუკავა

„თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კუკავას განცხადებით, ის მზადაა, მიიღოს მონაწილეობა „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ საერთო დებატებში. კუკავასთვის გაუგებარია, რატომ სთავაზობს ალეკო ელისაშვილი დებატებს მხოლოდ მმართველი გუნდის კანდიდატს, რადგან მისი აზრით, დებატები უნდა გაიმართოს თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის.

„რამდენიმე დღეა თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ავრცელებს განცხადებას, რომ დებატები უნდა გაიმართოს მასსა და მმართველი პარტიის კანდიდატს შორის.

ვფიქრობთ, დაუსაბუთებელი და გაუგებარია ამგვარი სურვილი, რადგან, როგორც ქართული კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო პრაქტიკით, დებატები უნდა გაიმართოს ყველა ძირითადი (კვალიფიციური სუბიექტის) კანდიდატის მონაწილეობით.

მე მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო თბილისის მერობის კანდიდატების დებატებში ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში, ყველა კონკურენტთან ერთად. რაც შეეხება მცდელობას, რომ დებატები შედგეს მხოლოდ 2 კანდიდატს შორის, ეს უპატივცემულობაა არა მხოლოდ კონკურენტების, არამედ მათი ელექტორატის მიმართაც.

იმედს გამოვთქვამთ, რომ როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ისე კერძო ტელეკომპანიები თბილისის მერობის ყველა კანდიდატს მისცემენ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს ღია და პარიტეტულ დებატებში“, - ნათქვამია კუკავას განცხადებაში.

აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე წამოაყენა. დებატებში მონაწილეობაზე თანახმაა „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი.

მმართველი გუნდის წინადადებას გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილიც. თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეთავაზებული ფორმატი „აჯაფსანდალი უწოდა“ და განაცხადა, რომ ამით მმართველი პარტია ცდილობს, გაამართლოს კალაძის უარი მის შეთავაზებაზე.

ანა მებურიშვილი

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით

17 თებერვალი, 2026 , 15:01

ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:42

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღ

დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:26

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტ

ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლე

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა

16 თებერვალი, 2026 , 17:30

სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობი

დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი, 2026 , 16:23

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი