უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 თებერვალი, 2017 15:50
font-size

მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციასა და მოხმარების საკითხებზე რეგიონებში შეხვედრები იმართება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პრეპარატების ფალსიფიკაციასა და აგროქიმიკატების და პესტიციდების გამოყენებისას მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაზე.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები 300-მდე დასახელების პეცტიციდის ლაბორატორიულ კვლევას გეგმავენ. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ადმინისტრირება გაძლიერდება მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვისა და რეალიზაციის შესაბმისი პირობების დაცვაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია შხამ-ქიმიკატების ეფექტიან და უსაფრთხო მოხმარებასთან, ხარჯვის ნორმებთან დაკავშირებით ფერმერების ცნობიერების ამაღლება, რაც საბოლოოდ დადებითდ აისახება მოსავლის ხარისხზე და ფერმერების შემოსავალზე. სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას და სწავლების ჩატარებას გეგმავს.

აღნიშნული შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გურჯაანის მაჯორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და რაიონის საკრებულოს წარმომადგენლები, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მსხვილი რეალიზატორები და ფერმერები ესწრებოდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა ანალოგიური შეხვედრა გამართეს შიდა ქართლშიც.

დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია პესტიციდის 258 მოქმედი ნივთიერება და 715 პრეპარატული ფორმა.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი