უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მაისი, 2018 14:15
font-size

მწერალთა სახლში შოთა რუსთაველისა და ვაჟა ფშაველას სახელობის, ასევე, ეროვნული პრემიების კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ

ხვალ, მწერალთა სახლში, შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის, ასევე, ეროვნული პრემიების კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენენ და საპატიო ჯილდოებს გადასცემენ.

ქვეყნის გამორჩეულ მოღვაწეებს დამსახურებულ ჯილდოებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადასცემს.

შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების, ასევე ეროვნული პრემიების მოპოვებაზე კონკურსი ერთი თვის წინ გამოცხადდა.

კონკურსის პირობების თანახმად, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ხუთისა, თითოეული 10 ათასი ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.

ლიტერატურის დარგში ვაჟა ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 ათასი ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას, მიენიჭება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.

საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურად, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

საკვანძო სიტყვები:

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი