უკან

ეკონომიკა

10 ივლისი, 2017 16:25
font-size

მურთაზ კიკორია მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

10 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე, რომელიც ეროვნულ ბანკში გაიმართა, იმსჯელეს როგორც მიმდინარე საკითხებზე, ისე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნეს თავიანთი მოსაზრებები და პოზიციები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ინტერესი გამოხატეს კონკრეტულ საზედამხედველო მიდგომებზე. ასევე, იმსჯელეს ლარიზაციის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით.

"საქართველოს ეროვნული ბანკი რეგულარულად მართავს მსგავსი ტიპის შეხვედრებს მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მთავარი მიზანია განვიხილოთ მიკროსაფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა და პრობლემები. ვფიქრობ, ამ ცვლილებებით ეროვნული ბანკი ითხოვს, რომ ქვეყანაში ის საქმიანობა, რომელიც მოსახლეობისგან თანხების მოზიდვას გულისხმობს, იყოს რეგულირებული და გამჭვირვალე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ.

დღეისათვის ბაზარზე 85 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი