უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 ივნისი, 2021 14:05
font-size

`ნამახვანჰესი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროეტია` - ეკონომიკის სამინისტრო ნამოხვანჰესზე კვლევების შედეგებს აქვეყნებს

ეკონომიკის სამინისტრო ნომახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, 2007-2019 წლებში 4 დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიის მიერ პროექტის ეკონომიკურ შეფასებებს აქვეყნებს. სამინისტროს განმარტებით, თემაზე განცხადებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სპეკულაცების გაბათილების მიზნით აკეთებენ.

სამინისტროს განცხადებით, ნამახვანის პროექტი საქართველოს ენერგო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი ენერგეტიკული-ეკონომიკური-საინჟინრო დასაბუთების მიზნით არაერთი კვლევა ჩატარდა. უწყების ინფორმაციით:

1. 2007 წლის დეკემბერში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით "საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება“ განხორციელდა. კვლევა სერბულ-იტალიურმა ჯგუფმა (SEEC) შეასრულა, რომელიც დაგეგმვის 15 წლიან პერიოდს განიხილავდა. ყველა განხილულ ვარიანტში, ნამახვანჰესის პროექტი ითვლება საუკეთესო პროექტად საქართველოს ენერგოსისტემაში მიერთებისათვის.

2. 2015 წელს ქართული კომპანია „გამა კონსალტინგის“ მიერ, სს „ნამახვანის“ დაკვეთით მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მოყვანილი სოციო-ეკონომიკური შეფასების მიხედვით, პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც პროექტის განხორციელებამ შეიძლება მოიტანოს. კვლევის თანახმად, "რაციონალური საპროექტო გადაწყვეტილებების და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გათვალისწინებით, ჰესების კასკადის მშენებლობა და ოპერირება ქვეყნისა და რეგიონისათვის გაცილებით მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს, ვიდრე პროექტის არაქმედების ალტერნატივა...“

3. 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, კომპანია McKinsey & Company -ის მიერ მომზადდა საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის დოკუმენტი. მასში დეტალურადაა აღწერილი ელექტროენერგიის მოხმარების პროფილი და ყველა ის ფაქტორი, რომელიც მოქმედებს მოხმარების ზრდაზე. აღნიშნული დოკუმეტის მიხედვით, საშუალო წლიური ზრდა 2030 წლამდე შეადგენს 4,6%-ს და მიაღწევს 21,4 ტერავტ-ს (ცნობისთვის 2020 წელს მოხმარება შეადგენდა 12,4 ტვტ-ს). ამასთანავე, დოკუმენტი მოიცავს მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის ბაზრების მიმოხილვას და რაც მთავარია, კვლევაში მოცემულია მოსალოდნელი დეფიციტის აღმოფხვრის გზები, რაც გულისხმობს ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას. ნამახვანი ჰესი, აღნიშნულ კვლევაში მოხსენიებულია როგორც ეკონომიკურად გამართლებული ენერგოობიექტი. კონსულტანტის დასკვნის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ენერგეტიკულ - ეკონომიკურ მოდელირებას, ნამახვანი ჰესის Levelized Cost of Energy (LCOE) სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, პროექტის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის პირობები, კონსულტანტის აზრით, სხვა პროექტებთან შედარებით არ წარმოადგენს დამატებით მძიმე ფისკალურ ტვირთს.

4. 2019 წლის იანვარში ნამახვანი ჰესის პროექტის ანალიზი ასევე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საკონულტაციო კომპანია Nera-ს მიერ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დაკვეთით მომზადებული საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის შეფასების ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, ნამახვანი ჰესი არის ერთ-ერთი იმ პროექტთაგანი, რომლის ეკონომიკური და ენერგეტიკული მახასიათებლების ერთობა იძლევა შესაძლებლობას, პროექტი ე.წ. least-cost (მინიმალური დანახარჯების) მეთოდოლოგიის გათვალისწინებით აშენდეს, აღნიშნულ კვლევაში ასევე გაანალიზებულია ნამახვანი ჰესის აშენების ფისკალური წნეხი. პროექტის სხვა დადებითი ფაქტორების გათვალისწინებით, აღნიშნული წნეხი არ არის მიჩნეული კრიტიკულად და რამდენიმეჯერ ნაკლებია, ვიდრე სხვა მსხვილი, სტრატეგიული პროექტების ფისკალური წნეხი.

დასასრულს, საქართველოს მთავრობის მიერ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან საბოლოო კონტრაქტის გაფორმებას წინ უძღოდა 2.5 წლიანი პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობდა შეთანხმების ტექსტზე მუშაობა. კონტრაქტი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც არაერთი აუდიტორული კომპანიის მიერაა დადასტურებული.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი