უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 სექტემბერი, 2018 11:30
font-size

“ომეგა ჯგუფისთვის” ფინანსური პრობელემები განზრახ ხელოვნურად არის შექმნილი ხელისუფლების მიერ - `ომეგა ჯგუფი` ფინანსთა სამინისტროს პასუხობს

ფინანსთა სამინისტროს საპასუხოდ „ომეგა ჯგუფმა“ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„"ომეგა ჯგუფის" პასუხი ფინანსთა სამინისტროს. “ომეგა ჯგუფისთვის” ფინანსური პრობელემები განზრახ ხელოვნურად არის შექმნილი ხელისუფლების მიერ.

“ომეგა ჯგუფის” საგადასახადო დავალიანება წარმოადგენს დეკლარირებულ საგადასახადო დავალიანებას, რომელიც ხელისუფლების, მათ შორის ფინასთა სამინისტროს მიერ შექმნილი დაბრკოლებებით არის გამოწვეული. ხელისუფლება “ომეგას” არ აძლევს ფუნქციონირების საშუალებას. ხელისუფლებამ “ომეგა ჯგუფის” მუშაობა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 3-ჯერ შეაჩერა, ხოლო ბოლო ორი თვის განმავლობაში ფაქტობრივად მისი მუშაობის პარალიზებას ახდენს.

ფინანსთა სამინისტროს მითითება იმის შესახებ, რომ ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ, რომელსაც 50 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს გაკვირვებას იწვევს მაშინ, როდესაც თავად ჰქმნიან ამ დავალიანების შექმნის პირობას ფაბრიკის მიზანმიმართული უსაფუძვლო და უკანონო არაერთგიზისი გაჩერებით. დავალიანებასთან ერთად ეს არის კომპანია, რომელსაც მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი აქვს ბიუჯეტში შეტანილი და ეს თანხა გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა ადგილობრივი ბიზნების და ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ თავად ფინანსთა სამინისტროს და ხელისუფლების მიერ მიმართული დესტრუქციული ქმედებები.

ფინანსთა სამინისტრო უმალავს საზოგადოებას იმ ფაქტს, რომ კანონით გათვალისწინებული რესტრუქტურიზაცია “ომეგა ჯგუფმა” წლიწადნახევრის წინ მოითხოვა, რისი (სხდომის) ჩატარების ვალდებულება კანონით 2 თვეა, მაგრამ დღემდე არ ტარდება. აღნიშნული საკითხი სასამართლოშიც არის გასაჩივრებული, მაგრამ არც სასამართლოში იმართება სხდომები.

კანონით გათვალისწინებული ვალდებულების - რესტრუქტურიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში ნორმალურია ის რომ ომეგამ რამდენჯერმე მოითხოვა ხელისუფლების მიერვე შექმნილი უკანონო ქმედებით მიყენებული ზარალის გამო საგადასახადო იძულებითი ღონისძიების გაუქმება, მაგრამ არ არის ნორმალური ის, რომ ომეგას ფინანსთა სამინისტრო არ აძლევს აქციზურ მარკებს პროდუქციის გამოშვების და ბიუჯეტში შენატანების განსახორციელებლად.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ხელისუფლება არ აძლევს მუშაობის შესაძლებლობას ომეგა ჯგუფს, ხელოვნურად აჩერებს, რათა ამ უკანასკნელმა არ გამოუშვას პროდუქცია, არ მიიღოს შემოსავალი, რის გამოც ვერ ხორციელდება თანხების აკუმულირება. ასეთი გაჩერებით ომეგა კარგავს საკუთარ შემოსავლებს - ვინაიდან კარგავს 8%-იან წილს ბაზარზე, რის დაბრუნებასაც 6 თვეს ანდომებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბუნებრივი წილი ბაზარზე 19%-ია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმდინარეობს სახელისუფლო ტერორი, რომელიც მიზნად ისახავს ომეგა ჯგუფის სრულ პარალიზებას.“ - ნათქვამია განცხადებაში.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი