უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 სექტემბერი, 2017 16:45
font-size

ოსი სეპარატისტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ალექსი ადეიშვილი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

ოსი სეპარატისტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ალექსი ადეიშვილი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

როგორც სოფელ ოძისში 17 სექტემბერს ე.წ საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულმა ალექსი ადეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება დაკავებულის მდგომარეობით არ დაინტერესებულა და არც მისი გათავისუფლების მოლაპარაკებების პროცესში ჩართულა.

„ჩვენი მთავრობა მოსახლეობის არანირ გაფრთხილებას არ ახდენს, თუ სად გადის სასაზღვრო ზოლი, სად შეიძლება იყვნენ ისინი, სად არ უნდა გადავიდნენ. იქ მყოფმა სამხედრო ჩინის ოფიცრებმა პირდაპირ მითხრეს, რომ საქართველოს მთავრობა არანაირ ინტერესს არ იჩენს თავისი მოსახლეობის მიმართ, რომლებსაც ჩვენ ვაკავებთო. როდესაც იქ ვიმყოფებოდი არ მინახია „წითელი ჯვრის“ არც ერთი თანამშრომელი, ან ევრომისიის თანამშრომელი, რომელიც რაღაც საშუამავლო ფუნქციას განახორციელებდა დაკავებულებთა მიმართებაში“,-აღნიშნა ადეიშვილმა.

ადეიშვილის განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ალექსი ადეიშვილის დაკავების შესახებ უწყებამ საქმის კურსში ევროკავშირის მონიტორინგის მისია მყისიერად ჩააყენა, რის შედეგადაც, ადეიშვილის გათავისუფლება დაკავებიდან მეორე დღესვე მოხდა.
უწყების ინფორმაციითვე, ადეიშვილს უკანონო ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი