უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

4 მაისი, 2018 17:10
font-size

ოსიაურში საგზაო სამუშოები მეექვსე დღეა შეჩერებულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის, ოსიაურის მონაკვეთზე საგზაო სამუშოები მეექვსე დღეა შეჩერებულია.

როგორც “მედიანიუსს” საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, სამუშაოს შესრულებაზე უარი კომპანიის 80-ივე დასაქმებულმა თქვა. მათ შორის არიან მძღოლები, მშენებლები, ელექტრიკოსები, შემდუღებლები და სხვა პროფესიით დასაქმებულები.

მთავარი მოთხოვნებია: ხელფასის მომატება, შრომის პირობების გაუმჯობესება, დასვენების და უქმე დღეებით სარგებლობის უფლება და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაა. დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათი დიდი ნაწილი კონტრაქტის გარეშე, დღეში 10-11 საათს ფიზიკურად მუშაობს, დამსაქმებელი კი თვის განმავლობაში ერთი დასვენების დღით სარგებლობის უფლებასაც კი არ აძლევს.

დასაქმებულების ინტერესებს პროფკავშირები იცავენ. გაერთიანების წარმომადენლები და იურისტი სპარტაკ ვარძელაშვილი ადგილზე დასაქმებულებს და დამსაქმებლებს ყოველდღიურად ხვდებიან და მათთან მოლაპარაკებებს მართავენ. მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს ხელშეკრულებებზე, აღსანიშნავია რომ დასაქმებულთა ნაწილს კომპანიის ადმინსტრაციასთან ხელშეკრულება გაფორმებული საერთოდ არ აქვს, ნაწილს კი რომელთაც გაუფორმდა ხელი კანონმდებლობასთან შეუსაბამო დოკუმენტზე მოაწერინეს.

ჩინური კომპანია"სინო ჰიდროს" ოსიაური ჩუმათელეთის ფილიალის თანამშრომლები, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაოზე დაბრუნებას არ აპირებენ.

ბათუმსა და ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

13 მაისი, 2024 , 13:48

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი სასწავლებლე

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი