უკან
რეგიონები
26 მარტი, 2018 13:00
ოზურგეთში საერთო საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურის ცენტრში მდებარე ორსართულიან საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლმა საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ხუთი ოჯახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაანადგურა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ოსიკო თოთიბაძის განცხადებით, მერია დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება.
შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.