უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 ოქტომბერი, 2018 15:00
font-size

„PostEurop-ის სხდომის თბილისში ჩატარება არის იმ პროგრესის შედეგი, რომელსაც საქართველომ საფოსტო მომსახურების სფეროში მიაღწია - გიორგი ქობულია

საქართველო დაინტერესებულია საფოსტო მომსახურეობის სფეროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებით, რადგან ჩვენთანაც საკმაოდ დიდი ტემპებით ვითარდება ელექტრონული ვაჭრობა და უნდა ვიყოთ ამ დარგის მოწინავე პოზიციაზე, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თბილისში PostEurop-ის 34-ე პლენარული სხდომის გახსნის ღონისძიებაზე, რომელსაც „საქართველოს ფოსტა“ მასპინძლობს. პლენარულ სხდომას 49 ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის მაღალი რანგის მენეჯერები ესწრებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, 2-4 ოქტომბერს, ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით თბილისში ასევე იმართება „ბიზნეს ინოვაციების ფორუმი,“ სადაც ევროპის სხვადასხვა კომპანიები წარმოადგენენ საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტებს, პროექტებს და ხედვებს. მიმდინარე წელს, PostEurop ბიზნეს ინოვაციის ფორუმმა ყველაზე საინტერესო საფოსტო სტარტაპებს მოუყარა თავი. მათ შორის წარდგენილნი არიან წარმატებული კომპანიები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: ინტერნეტ ინდუსტრიის, ელექტრონული კომერციის, ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციასა და ციფრული რეკლამის სფეროებიდან.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ რანგის ფორუმის ჩატარება საქართველოსთვის დიდი პატივია. „დღესდღეობით, საფოსტო ოპერატორები და ეკონომიკის ეს სექტორი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ელექტრონული ვაჭრობა ძალიან პოპულარული ხდება და ბევრი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ელექტრონულ ვაჭრობას უნდა მოემსახუროს საფოსტო ოპერატორი - მიუტანოს შემკვეთს შეძენილი ნივთი, შესაბამისად, ძალიან დიდი მოლოდინია, თუ რა ინოვაციებს წარმოადგნენ საფოსტო ოპერატორები და როგორ მიაღწევენ კიდევ უფრო მაღალ მომსახურების სტანდარტებს“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მინისტრმა „საქართველოს ფოსტის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა. „მე შევისწავლე მათი მუშაობის სტანდარტები და ძალიან შთამბეჭდავია შედეგები, რომლებსაც ჩვენმა ფოსტამ მიაღწია ხარისხით თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, რომ ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაინახა და ამიტომ შეიკრიბნენ დღეს ჩვენთან, რომ ჩვენგან რაღაც ისწავლონ და ჩვენც ვისწავლოთ მათგან“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი