უახლესი ამბები
- 17.02.2026 15:01ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
- 17.02.2026 14:50ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- 17.02.2026 14:35თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
- 17.02.2026 14:28ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
- 17.02.2026 14:15საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
- 17.02.2026 13:5118 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი
- 17.02.2026 13:35უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
- 17.02.2026 13:21საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო
- 17.02.2026 13:11ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
- 17.02.2026 11:30თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
არქივი
კომენტარი
პროკურატურამ ალიბი შეუქმნა შსს-ს - თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი
თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ გამოაქვეყნა შსს-მ ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ საქმესთან დაკავშირებით თვითმხილველთა ინტერვიუები.
როგორც მწარიაშვილმა ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, ინტერვიუების გამოქვეყნება უკვე მიუთითებდა, რომ სამხრე კამერების კადრები არ არსებობდა.
,, როგორც კი ინტერვიუების გამოქვეყნება დაიწყო შს სამინისტრომ უნდა გვევარაუდა, რომ არ არსებობდა ის ჩანაწერები, რადგან პირველ რიგში გამოქვეყნდებოდა სწორედ ეს ჩანაწერები.
პროკურატურამ კი დაამკვიდრა ის, რომ პრესცენტრი ჩამოგვითვლის რამდენი მოწმე დაიკითხა და რა ექსპერტიზა ჩატარდა.
პროკურატურამ ამ განცხადებაში თქვა, რომ განჩინებით ამოიღეს კამერები. განჩინებით ამ კამერების ამოღება არ ხდება. პროკურატურა რა წუთშიც გამოითხოვდა ამ კადრებს იმ წუთში უნდა მიეცათ. სადაც კი არსებობს განჩინება, იქაც კი არსებობს გადაუდებელი მომენტი, რა დროსაც განჩინების გარეშეც ხდება ამოღება. განჩინება იმიტომ გვითხრეს, რომ აი ეს დრო რატომ დაიკარგაო, აეხსნათ.
პროკურატურამ ამ განცხადებაში ალიბი შეუქმნა შსს-ს. მან ასეთი რამ თქვა, მიუთითა, რომ ინსპექტორის განმარტებით, გამორთული ჰქონდა მას კამერა და მანქანაში ედო. რატომ იყო გამორთული ეს უნდა გვითხრას. ამავე განცხადებაში პროკურატურამ გვითხრა, რომ მანქანა სხვა მხარეს იდგა. ამ განცხადებით, პროკურატურა ცდილობს აეხსნა რატომ არ იყო ჩანაწერი. ფაქტობრივად გვითხრა, რომ ობიექტური ვითარება არის ისეთი, რომ ამ ჩანაწერის მოლოდინი არ გქონდეთო. მე ამ უცნაურობის გათეთრების მცდელობა დავინახე. შეიძლება ვჩქარობდე დასკვნებში.
დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც გამოძიებისგან პასუხს ველოდებით, რომ სამხრე კამერების გარეშე უნდა დადგინდეს რეალობა რა იყო“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
მისი შეფასებით, ამ ტიპის დანაშაულის გამოძიება მარტივია.
,,ასეთი ტიპის დანაშაულზე პირველივე სურათი არის იმდღესვე. გამოკითხვა და სურათის აღდგენაა საჭირო. ეს ხომ არ არის წლების წინ ჩადენილი დანაშაული, სადაც უკვე მტკიცებულებები აღარ არსებობს?! “-ამბობს მწარიაშვილი.
ამასთან, პავლიაშილის გარდაცვალების საქმეში, დაკავების მომენტის ვიდეოების არარსებობის ფაქტს, თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი რობაქიძისა და გირგვილიანის გახმაურებულ საქმეებში ვიდეოების გაქრობას ადარებს.
,,შესაძლოა, საბოლოო სურათი დარჩეს ასეთი, რომ როგორც კანონი ავალდებულებდა პატრულ ინსპექტორებს, მათ ეს ქმედებები განახორციელეს თანმიმდევრულად, უბრალოდ, კამერა არ იყო ჩართული და ამის გამო ადამიანებს ხომ არ დავახჩობთო?! თუ ეს სცენარია, მაშინ ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება არაერთ გახმაურებულ საქმეზე. ჩანაწერების გაქრობის, რომლებსაც მერე წლების განმავლობაში ვეძებდით - იგივე რობაქიძის საქმე, იგივე გირგვლიანის საქმე. გახსოვთ, იქაც ჩანაწერები ძალიან იკვეცებოდა და საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ გაქრა უბრალოდ ეს ჩანაწერები.
აქაც პროკურატურას, უნდა თუ არ უნდა, ანუ ამ საქმის მიმართ ნდობა რომ აღდგეს, ჩვენ ლეგიტიმაციის და ნდობის მაღალი ხარისხით უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს რომ გამორთო რაღაც პერიოდი კამერა; რას ნიშნავს და რატომ ტენიდა და რატომ არ მუშაობდა ეს კამერები, მით უმეტეს რომ ექსპერტიზით შეიძლება დადგინდეს, წაიშალა თუ მაშინვე არ იყო ჩართული“- განაცხადა თბილისის ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
17 თებერვალი, 2026 , 11:30
დავრწმუნდი თუ რა შორს არის დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის თემასთან მიმართებაში, როგორ არ ესმის, როგორ არ ერკვევა არაფერში და როგორ სამომავლოდ, საბედისწერო შეცდომას უშვებს! - ადა მარშანია
16 თებერვალი, 2026 , 17:04
შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუძენია, ვერ შედგა ცილისწამება და ალბათ ახლა ცდილობენ სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას - გეკა გელაძე
16 თებერვალი, 2026 , 15:47
ირაკლი კობახიძე სიმონ ჯანაშიაზე: ეს პიროვნება უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში
16 თებერვალი, 2026 , 14:46
„კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა? - შალვა პაპუაშვილი
16 თებერვალი, 2026 , 12:26
„იგლ ჰილსის“ პროექტის ფარგლებში პირველად გასაყიდად გამოტანილი საცხოვრებელი სივრცეების 60 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს, ესეც არის ძალიან ნათელი მაგალითი, რამდენად ცრუ ნარატივებით ცდილობენ ჩვენი ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - მარიამ ქვრივიშვილი
16 თებერვალი, 2026 , 10:55



