უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 აპრილი, 2018 11:45
font-size

ქართულ ეკონომიკაში მონოპოლიების განვითარების რისკი არსებობს - მამუკა ბახტაძე

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიზნესისთვის საწყისი კაპიტალის მოძიება პრობლემას წარმოადგენს, ხოლო საბანკო სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთი სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას ამუხრუჭებს. ამის შესახებ მან გადაცემა „იმედის კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი რესურსი და მთავარი სიმდიდრე მოქალაქეები არიან, რომლებსაც აქვთ ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი, ეკონომიკურად კონკურენტული იდეები და პროექტები. მაგრამ სხვადასხვა ბარიერის გამო ვერ ახორციელებენ მათ. თუ ამას მაკროეკონომიკის გადასახედიდან შევხედავთ, რა თქმა უნდა, მთავარი ბარიერი არის სასტარტო ფულის და კაპიტალის მკვეთრი დეფიციტი. შესაბამისად გვაქვს სიტუაცია, როდესაც მოქალაქეს ბიზნესის დაწყება სურს, და ამის გაკეთება უწევს საკრედიტო რესურსით და იმ მაღალი პროცენტებით, რომლებიც საკრედიტო რესურსს მოჰყვება, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელია.

სასტარტო კაპიტალის რეფორმის ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ფინანსური სექტორის ადეკვატური ჩართულობის პარალელურად, ჩვენ შევქმნათ მექანიზმები, მათი ნაწილი უკვე შექმნილია, რომლებიც საშუალებას მოგცემს ჩვენს ეკონომიკაში დამატებითი სიცოცხლე მივცეთ ისეთ პროექტებს, რომლებიც დღეს ვერ ხორციელდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

მინისტრის თქმით, რეფორმა გლობალურია და მოიცავს რამდენიმე პროგრამას, რომელთა მიზნობრივი აუდიტორიაც განსხვავებულია. ბახტაძის თქმით, თითოეულ პროგრამას თავისი ფინანსური მექანიზმი ექნება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ „არასამართლიანი თამაშის წესების“ გამოც მოხდა ინტელექტუალური რესურსის გადინება ქვეყნიდან.

„ესენი იქნებიან ახალგაზრდა სტარტაპერები, მცირე და საშუალო ბიზნესი, რეგიონული განვითარება, სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს ჩვენი ემიგრანტებიც, ვინაიდან ინტელექტის დიდი გადინება მოხდა ქვეყნიდან, რომლის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ არასამართლიანი თამაშის წესები იყო“, - თქვა ბახტაძემ.

მან აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ზოგიერთი ფაქტორის გამო არსებობს მონოპოლიების განვითარების რისკი.

მამუკა ბახტაძემ საქართველოს საბანკო სისტემა გასულ კვირაში გააკრიტიკა. მინისტრმა პრობლემად დაასახელა მაღალპროცენტიანი სესხები, რაც მისი თქმით, მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი