უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 აგვისტო, 2018 16:20
font-size

ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, თუმცა გურამ კაშიას პროპაგანდისტული აქცია მიუღებელია - კოტე მორგოშია

ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, გუნდს ვგულშემატკივრობ, თუმცა გურამ კაშიას ეს პროპაგანდისტული აქცია, ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, - განაცხადა "ქართული მარშის“ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კოტე მორგოშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც მორგოშიამ აღნიშნა, 9 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ საქართველო -ლატვიის საფეხბურთო მატჩის დროს ათასობით ადამიანთან ერთად აქცია-პერფორმანსს მოაწყობენ.

"ეს ვიღაცას ხმამაღლა განაცხადებად არ მოეჩვენოს: მარტო მე მაქვს 11 ათასი წერილი მიღებული მესინჯერში და სხვადასხვა სოციალურ ქსელში. არიან ემიგრანტები, რომლებიც ევროპიდან ჩამოდიან თამაშზე დასასწრებად და იმ პროტესტის დასაფიქსირებლად, რაც გურამ კაშიას უკავშირდება. მე, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, გუნდს ვგულშემატკივრობ, თუმცა გურამ კაშიას ეს პროპაგანდისტული აქცია, ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, ზოგისთვის - მისაღებია. ეს მათი პოზიციაა, ჩვენ მათ აზრს პატივს ვცემთ. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ, რომ დავაანონსეთ 9 სექტემბერს სტადიონზე მივიდოდით პროტესტის დასაფიქსირებლად, ისევე როგორც ეს ქუთაისში დავაფიქსირეთ, ამან სხვა სახე მიიღო. ლგბტ საზოგადოების ლობისტები გარკვეულ ჯგუფებს გვიპირისპირებენ. იძახიან, რომ ისინი გურამ კაშიას საქომაგოდ მივლენ. ეს მათი ნებაა. ჩვენ არავისთან კონფრონტაციას არ ვაპირებთ. თუ რაიმე ინციდენტი მოხდება, მათი ბრალეულობა იქნება. მუქარები, რომ სტადიონზე შესვლაში ხელს შეგვიშლიან და გურამს გადაეფარებიან, ეს მათი პოზიციაა. გურამს ჩვენგან გადასაფარებელი არაფერი სჭირს. მასთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას არავინ არ აპირებს. გურამს იმაზე მეტს ვერავინ ვერ დამართებს, რაც მან თავის თავს დამართა", - განაცხადა მორგოშიამ.

საკვანძო სიტყვები:

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი