უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

14 იანვარი, 2017 13:05
font-size

ქართველმა სამხედროებმა ქაბულში შობა-ახალი წელი აღნიშნეს

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შობა-ახალი წელი აღნიშნეს. ღონისძიება I ქვეითი ბრიგადის „ალფა” ასეულის ინიციატივით გაიმართა. ასეულის მეთაურმა, კაპიტანმა ცოტნე ჩაჩუამ ქართველ სამხედროებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საერთაშორისო მისიის წარმატებით დასრულება უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიის, შეიარაღებულ ძალების, ტრადიციების და კულტურის შესახებ კინოჩვენება გაიმართა. მოგვიანებით, სტუმრებმა ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მომზადებული კერძები მიირთვეს.

ქართველი სამხედროების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის მეთაური, პოლკოვნიკი სეტ გლედსტოუნი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მრჩეველთა ოფისის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ვილიამ ბარლესონი, ავსტრალიელ მრჩეველთა ჯგუფის მეთაური, ბრიგადის გენერალი ჯეისონ ვოლკი, ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მეთაური, ბრიგადის გენერალი ედვარდ ბენტი, ასევე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლობის წარმომადგენლები, აშშ-ის არმიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, თურქეთის, ბულგარეთის, ავსტრალიის, იტალიის, ლიტვის, მაკედონიის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები დაესწრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ასეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდანაა ჩართული. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პირების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O