უკან

რეგიონები

21 მარტი, 2018 12:50
font-size

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რუსუდან რომანაძეს ელექტრო ეტლი გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად სოფელ წყავროკაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რუსუდან რომანაძეს ელექტრო სავარძელი გადასცა.

აჭარაში ჯანდაცვის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ელექტრო სავარძელ-ეტლები გადაეცემა. ერთ-ერთი ასეთი გადაადგილების საშუალება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 28 წლის რუსუდან რომანაძეს გადაეცა.

„მისასალმებელია, რომ დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით შექმნილია ახალი პროგრამა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამხმარე საშუალებების მიწოდება. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება. უკვე 5 ელექტრო ეტლის გადაცემა მოხერხდა ამ მოკლე პერიოდში. ეს დიდი შეღავათია ოჯახისთვის, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი. წინასაარჩევნოდ, დაახლოებით 8-9 თვის წინ, ჩვენი აქ ყოფნისას ოჯახმა მოგვმართა თხოვნით ელექტრო ეტლთან დაკავშირებით და მიხარია, რომ დღეს უკვე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში , შესაძლებელია მსგავსი ელექტრო-ეტლებით უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა და ზოგადად სოციალური მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელება, არის ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი გუნდის პრიორიტეტი.“-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს შესბამისი პროგრამაში ცვლილება განხორციელდა. 2018 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში უკვე შესაძლებელია 10 ელექტრო სავარძელ-ეტლის შეძენა. რუსუდან რომანაძის გარდა ელექტრო სავარძელ-ეტლი უკვე გადაეცა 4 ბენეფიციარს. ერთი ეტლის შესაძენად გათვალისწინეულია 3580 ლარი.

გარდა აღნიშნულისა, ქვეპროგრამით გაიცემა მექანიკური და ადაპტირებული სავარძელ-ეტლები ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის. ჯამში, პროგრამით გათვალისწინებულია 210 ეტლის შეძენა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 115 800 ლარს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი