უკან
რეგიონები
29 მაისი, 2017 11:50
ქობულეთში სასტუმრო ,,არმაზის’’ მეპატრონემ თავი მოიკლა
არსებული ინფორმაციით, ქობულეთში სასტუმრო ,,არმაზის’’ ერთ-ერთმა მეპატრონემ თავი მოიკლა. გავრცელებული ცნობით, ცხედარი სასტუმროს შენობაში ნახეს.
50 წლამდე მამაკაცის ცხედრის პოვნის ფაქტი მედიანიუსს შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მაისში სასტუმრო ,,არმაზში’’ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სასტუმროს მეპატრონე დააკავეს.
ნინო ექვთიმიშვილი