უკან
რეგიონები
29 ივლისი, 2020 11:35
ქუთაისში წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
ქუთაისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დატბორა.
განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ფოთის ქუჩაზე, სადაც ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.
ადგილზე მუშაობენ მაშველები და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის პროცესი.