უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 დეკემბერი, 2018 15:55
font-size

რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, გამაგებინეთ - ზაზა პაპუაშვილი ოპოზიციას

„ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საქართველოს პარლამენტში, სადაც ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„შთაბეჭდილება რომ არ დარჩეს ვინმეს ისეთი, კარგად განვმარტოთ, რა როგორ არის. არავის არ სჭირდება სწავლა, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი უნდა მოისმინო. ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება. სიმართლე გითხრათ, 54 წლის კაცი დავიბენი, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციით, რა უნდა მოაწყოთ, რომ გადიხართ და ხელებს იშვერთ. ორი საათი ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფდა, რაებს არ იძახდა, რას არ აკეთებდა, პასუხიც არ უნდა გავცეთ?! რა უნდა გავაკეთოთ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ, გამაგებინეთ.

რაც არ უნდა კრიტიკული აზრი იყოს, უნდა თქვა, აქვს ვიღაცას ამის კულტურა, რომ თქვას და ვიღაცას – არა. ამიტომ იწვევთ ამ მდგომარეობას. ვინ იყო ახლა აქ ისეთ სიტუაციაში, რომ თქვენთვის რამე ეთქვა და გადასულიყვნენ იმ ჯებირს. თქვენ რა უნდა ასწავლოთ ხალხს, ნუ გამაგიჟეთ. გიყურებთ ხალხი, რვაასჯერ გაგაგდეს პოლიტიკიდან, აღარ ხართ ამ დედამიწის ზურგზე, რეალობაში აღარ ხართ, პასუხი როგორ გაგცეთ, მე აღარ მესმის. გაქაჩვ-გამოქაჩვები რა უბედურებაა. საჩხუბო მოედანიც კი არ არის ნორმალური, კაცმა რომ იჩხუბოს და ვის უნდა ეს ჩხუბი და დავიდარაბა. როგორ უნდა აგიხსნათ სხვანაირად, თქვენ გამოიწვიეთ ეს პროვოკაცია. ბოდიში მაინც მოიხადეთ, რომ არასწორად მოიქეცით. ზის კაცი, ყეფს, არ შეიძლება, რაც არ უნდა მტყუანი იყოს კაცი, არ უნდა გადახვიდე მის პირად შეურაცხყოფაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიასა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ირმა ინაშვილს შორის.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ირმა ინაშვილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ მოაწყო კლოუნადა.

„არაფერი არ ხდება, ისინი უბრალოდ მარცხს ვერ ეგუებიან. მერამდენედ უნდა მოაწყოს კლოუნადა ნიკა მელიამ. „ნაცმოძრაობა“ ვერ ეგუება მწარე მარცხს, რომელსაც ჩვენ დავპირდით. ასეთია დამარცხებული „ნაცმოძრაობის“ სახე“, – განაცხადა კობახიძემ.

საკვანძო სიტყვები:

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

16 მაისი, 2024 , 19:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიც

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ლევან ხაბეიშვილი

16 მაისი, 2024 , 18:05

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი

სრულად ვუჭერ მხარს ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში ქართველების დახმარებას - შარლ მიშელი

16 მაისი, 2024 , 14:11

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და შემდეგ პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. სა

კახა კალაძემ ახალგაზრდებს მიმართა: არ დაუჯეროთ, უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესი აქვთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი

16 მაისი, 2024 , 12:32

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, მიმართა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და არავინ შეძლოს მათი შეცდომაში შეყვანა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ „

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

16 მაისი, 2024 , 12:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიც

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები, მხარდაჭერა და არა ფარისევლობა, ძირის გამოთხრა, ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ ჩრდილოეთიდან - შალვა პაპუაშვილი

16 მაისი, 2024 , 11:40

ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალ გამოწვევებთან გამკლავება საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი