უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

7 დეკემბერი, 2018 17:10
font-size

რაღაც დროის შემდეგ ხვდები, რომ შეგიყვარდა - საქართველოზე შეყვარებული ავსტრიის მოქმედი პრეზიდენტის შვილის საცხოვრებლად გადმოდის

ავსტრიის მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვან დერ ბელენის შვილი, ფლორიან ვან დერ ბელენი საქართველოში საცხოვრებლად გადმოდის. ამის შესახებ გამოცემა sova.news წერს, რომელმაც ფლორიანისგან ვრცელი ინტერვიუ აიღო. ვან დერ ბელენმა მოჰყვა, რითი შეაყვარა თავი საქართველომ.

საქართველოს შესახებ ფლორიანმა პირველად გაიგო ქართველი დელეგაციის ერთ-ერთი წევრისგან სამხრეთ კორეაში გამართულ კონფერენციაზე. მაშინ მან გადაწყვიტა, აქ ჩამოსულიყო. თავისი დაპირება ვან დერ ბელენმა ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის აპრილში შეასრულა.

2017 წელს ვან დერ ბელენი სამსახურეობრივი მიზნით იყო ჩამოსული თბილისში, თუმცა აქ ერთი კვირით გაჩერდა. ყვება, რომ სვანეთი მშობლიურ ტიროლს აგონებს, რომლის მოსახლეობა, სვანების მსგავსად, დანარჩენი ავსტრილეებისთვის გაუგებარ დიალექტზე საუბრობს.

„როცა ავსტრიაში დავბრუნდი, ვერ ვიძინებდი. რაღაც არ მასვენებდა. თითქოს გადასარევ ადამიანთან შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ ხვდები, რომ ალბათ, შეგიყვარდა“, - იხსენებს ფლორიანი.

ამის შემდეგ ის არაერთხელ ეწვია საქართველოს ქვეყნის უკეთ გასაცნობად. აღიარებს, რომ არ დაუჯერა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებებს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. ვან დერ ბელენმა გადაწყვიტა, დარწმუნებულიყო, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას მათი ნათქვამი.

„მინდოდა გამერკვია, მართალია თუ არა, რომ საქართველო ამდენად ლიბერალურია, თავისუფალია კორუფციისგან, მართლა აქვს თუ არა ეს უპირატესობები. და სიმართლე აღმოჩნდა“,- აღნიშნავს ფლორიანი.

2018 წლის მაისში მან თავისი კომპანია დააფუძნა და გეგმავს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლას.

ვან დერ ბელენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ტურისტების ნაკადი დასავლეთი ევროპიდან, ჯერ კიდევ ყველას არ აღმოუჩენია საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.

„ევროპისთვის საქართველო ჯერ კიდევ ეგზოტიკაა“, - ფიქრობს ფლორიანი.

ფლორიანს ტურიზმის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რომლის გამოყენებაც საქართველოში გადაწყვიტა. საქართველოში ის ბიზნეს-კონსულტაციითაც არის დაკავებული: ინვესტორებს ქვეყნის პოტენციალზე უყვება.

„ჩემი სიტყვები საქართველოზე სიყვარულს აღძრავს. ვყვები იმაზე, როგორი ევროპული ქვეყანაა საქართველო. ევროპელები მას ეგზოტიკურად მიიჩnევენ, მაგრამ ჩამოსულები ხვდებიან, რომ ასე არ არის. საქმიან ხალხს კი ლიბერალურ გარემოსა და შესაძლებლობებზე ვუყვები“, - ამბობს ფლორიანი.

ავსტრიის მოქმედი პრეზიდენტის შვილი, ფლო­რი­ან ვან დერ ბელენი საცხოვებლად საქართველოში გადმოდის. ამის შესახებ სააგენტო sova.news წერს და ფლორიანის ინტერვიუს აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, ფლორიანმა საქართველოს შესახებ პირველად სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთ კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციისგან შეიტყო. მაშინ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად ესტუმრებოდა საქართველოს და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა ერთი წლის შემდეგ შეარულა.

თბილისში, 2017 წელს ჩამოვიდა სამსახურებრივი მიზნით, თუმცა ერთი კვირა დარჩა. ამ დროის განმავლობაში სვანეთის მონახულება მოასწრო, რომელიც მშობლიურ ტიროლს აგონებს.

„როდესაც ავსტრიაში დავბრუნდი, ვეღარ ვიძინებდი. რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა. თითქოს, ადამიანთან შევხედრის შემდეგ, რამდენიმე დღეში აღმოაჩენ, რომ შეყვარებული ხარ“ - ამბობს ფლორიანი.

მას შემდეგ ის საქართველოში რამდენჯერმე დაბრუნდა. ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის არ ჯე­რო­და. მისი თქმით, გა­და­წყვი­ტა, თა­ვად ენა­ხა, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი.

2018 წლის მაისში, საქართველოში საკუთარი კომპანია დააარსა, ახლა კი საცხოვრებლად აპირებს გადმოსვლას.

ფლორიანი ფიქრობს, რომ დასავლეთ ევროპიდან ტურისტების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ტურისტულ რუკაზე საქართველო ჯერაც არ აღმოუჩენია ბევრს.

„ევროპელებისთვის საქართველო ჯერაც ეგზოტიკაა“ - ამბობს ფლორიანი.

ფლორიანს ტურიზმის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რომლის გამოყენებაც საქართველოში გადაწყვიტა. საქართველოში ის ბიზნეს-კონსულტაციითაც არის დაკავებული: ინვესტორებს ქვეყნის პოტენციალზე უყვება.

„ჩემი სიტყვები საქართველოზე სიყვარულს აღძრავს. ვყვები იმაზე, როგორი ევროპული ქვეყანაა საქართველო. ევროპელები მას ეგზოტიკურად მიიჩnევენ, მაგრამ ჩამოსულები ხვდებიან, რომ ასე არ არის. საქმიან ხალხს კი ლიბერალურ გარემოსა და შესაძლებლობებზე ვუყვები“ - ამბობს ფლორიანი.

საკვანძო სიტყვები:

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი