უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

18 ოქტომბერი, 2021 10:09
font-size

რამდენად საშიშია ვარიკოზი?

ვარიკოზი გავრცელებული ვენური დაავადებაა და ის ძირითადად წლების მატებასთან ერთად ქალებში ვლინდება. დიდხანს დგომისა და ჯდომის შემდეგ თუ ფეხების შეშუპება, სიმძიმე და წვის შეგრძნება გაწუხებთ, უნდა გადაამოწმოთ, შესაძლოა,სწორედ ვარიკოზი გქონდეთ. ზედაპირული ვენების გაგანიერება საშიში არ არის და,რა თქმა უნდა, მკურნალობასაც ექვემდებარება. თუმცა, ადამიანს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ღრმა ვენების დაავადებათა მწვავე გართულება - თრომბოზი. ის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რადგან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია კი,თავისმხრივ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით განპირობებული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მესამე ადგილზეა. აუცილებელია, რომ იმ სიმპტომების დროს, რომელიც ვარიკოზს ახასიათებს, პაციენტმა სასწრაფოდ გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი, შეცვალოს შრომის პირობები და პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მიჰყვეს, რაც პროცესის პროგრესირების შესაჩერებლად ელასტიკური კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენებას გულისხმობს. ვარიკოზის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ Infomedical-ის სამედიცინო პორტალზე გაეცნოთ.

რა იწვევს ვარიკოზს?

ვარიკოზი ქვედა კიდურებში სისხლის უკუდინების დარღვევით მიმდინარე დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ვენური კედლების დათხელებით, სარქველების ფუნქციის მოშლითა და ვენურ სისტემაში სისხლის შეგუბებით. მისი გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: პასიური, მჯდომარე ცხოვრების რეჟიმი, ჭარბი წონა, ორსულობა-მშობიარობა და ჰორმონული პრეპარატების მიღება. მისი წარმოქმნა ხშირად მემკვიდრეობას უკავშირდება და მშობლიდან შვილზე გადადის. თუმცა, შესაძლებელია, ეს დიდხანს ფეხზე დგომით, ჯდომით და პროფესიული საქმიანობით იყოს გამოწვეული. ვარიკოზს კვანძების წარმოქმნა ახასიათებს. შესაძლოა, ვარიკოზი ადამიანის სხვადასხვა ორგანოზე განვითარდეს, თუმცა ის ყველაზე ხშირად ქვედა კიდურებში ვენების ვარიკოზული გაგანიერებით ვლინდება.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი