უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 სექტემბერი, 2018 15:20
font-size

რატომ ჩამოაწერა მთავრობამ „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 100 მილიონიანი დავალიანება

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა, ოფშორებში, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულმა კომპანია Waltbay LTD-მ იყიდოს.

მთავრობის 27 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, ეს კომპანია დაინტერესებულია თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის გამოსყიდვით. თუმცა, ამისთვის „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არსებული დავალიანებებისგან უნდა გათავისუფლდეს. კერძოდ, საუბარია დავალიანებაზე ფინანსთა სამინისტროს წინაშე (96 684 000 ლარი), ასევე სს „ყაზტრანსგაზის“ და Intergas Finance BV-ს წინაშე (133 739 035 აშშ დოლარი).

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეიძინოს.

თუმცა, პირველ არხს დღეს კომპანიაში განუცხადეს, რომ Waltbay LTD ჯგუფის საკუთრებაში არ შედის. კომპანია Waltbay LTD-ზე ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტში.

უახლოეს პერიოდში შესაძლოა, საქართველოს მთავრობასა და „ყაზტრანსგაზს“ შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავაც დასრულდეს. მთავრობის განკარგულებით, იუსტიციის სამინისტროს დაევალა „ყაზტრანსგაზთან“ დავის მორიგების მიზნით მოლაპარაკებები დაასრულოს.

საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, „ყაზტრანსგაზი“ საქართველოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 187 902 597 აშშ დოლარის ოდენობით და საარბიტრაჟო ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს.

ანალიტიკოსი, ტელეკომპანია „იბერიას“ ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ყაზტრანსგაზ თბილისს“ მთავრობამ არსებული დავალიანება ჩამოაწერა: ქართულმა ოცნებამ ყაზტრანსგაზს 100 მილიონიანი ვალი ჩამოაწერა.კი არ გადაანაწილა, საერთოდაც ჩამოაწერა.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნულ დოკუმენტს 27 აგვისტოს მოაწერა.

რაო, ორმაგი სტანდარტები არ გვაქვსო?“-წერს გამზარდია.

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი