უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 სექტემბერი, 2017 17:40
font-size

ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცა

429 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინების მესაკუთრე გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს სიტყვით მიმართა და ახალმოსახლეობა მიულოცა.

„ძალიან მიხარია, რომ 429 დევნილი ოჯახისთვის ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრება დამთავრდა და დღეს ახალი ბინები მიიღეს. ვხედავ ბავშვებს, ვხედავ ასაკოვან ადამიანებს, ყველას ერთად დღეიდან, საშუალება გექნებათ, რომ ადამიანურ პირობებში იცხოვროთ. თუმცა, ყველანი ერთად გამოვთქვამთ იმედსა და მტკიცე რწმენას, რომ ეს თითოეული თქვენგანისთვის დროებითი სახლია, რადგან ჩვენი ყველას სახლი არის ჩვენს სოხუმში, ჩვენს გაგრაში, ჩვენს გალში, ჩვენს ცხინვალსა და ახალგორში, სადაც აუცილებლად დავბრუნდებით. მაგრამ მანამდე თითოეულ თქვენგანს სჭირდება სახლი. მადლობა თქვენ იმ მოთმინებისთვის, რომლითაც ამ გაჭირვებას უძლებდით წლების განმავლობაში და რომელიც დღეს დამთავრდება.

ძალიან ბევრი დევნილი ჯერ კიდევ ელოდება ბინას და მათ მინდა ვუთხრა, რომ ქუთაისში უკვე დაწყებულია ახალი კორპუსების მშენებლობა და ამას ემატება მშენებლობები წყალტუბოში“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრთან ერთად, დევნილ ოჯახებს სიმბოლური გასაღებები იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა გადასცეს.

გასაღებების გადაცემის საზეიმო ცერემონია და სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი