უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 დეკემბერი, 2016 17:30
font-size

რომან გოცირიძე- დიმიტრი ქუმსიშვილს: გვაძლევთ გარანტიას, რომ ლარი არ ავა 2, 65-ზე მეტად ამ ბიუჯეტით?

ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ბოლო ათი დღის განმავლობაში თურქული ლირა გამყარდა, რუსული რუბლი გამყარდა, და მაშინ რატომ არ იქონია გავლენა ამან ლარის კურსზე.

ამის შესახებ გოცირიძემ პარლამენტში, უმცირესობის სხდომაზე, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრისადმი დასმული შეკითხვის დროს განაცხადა.

„თქვენ ისევე როგორც მთავრობის ყველა წევრი იმეორებთ ერთიდაიგივე ლეგენდას, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი, თურმე ყოფილა დოლარის გლობალური გამყარება, ან ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გამყარება. ამ ბოლო ათი დღის განმავლობაში, თურქული ლირა გამყარდა, რუსული რუბლი გამყარდა. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. არავითარი კავშირი, სწრაფი კავშირი მათთან და ლარს შორის არ არსებობს. გადაცემის მექანიზმი ზოგ შემთხვევაში არის თვეები, ზოგ შემთხვევაში წლები. ამიტომ, მორჩით რაა ამ ლეგენდას“,-აღნიშნა გოცირიძემ.

გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს კითხვით მიმართა, რომ აძლევს თუ არა იგი მოსახლეობას იმის გარანტიას, რომ ლარი 2017 წლის ბიუჯეტით 2,65 ლარზე მეტად არ გაუფასურდება?

„ისევ გავიმეორებ ჩემს შეკითხვას. რა იყო ლარის გაუფასურების მიზეზი? რომ იყოს თქვენზე დამოკიდებული არჩევანი, რომელი ჯობია: არ გაზარდოთ 1,3 მილიარდით უსარგებლო ხარჯები რაღაც პროექტებზე და ლარი იყოს მყარი, თუნდაც ერთი დოლარი 2 ლარს უდრიდეს; თუ დააფინანსოთ ის პროექტები, ჩვენი ჯიბიდან, რომელიც შემდგომ ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას გამოიწვევს. გვაძლევთ თუ არა გარანტიას რომ ლარი არ ავა 2, 65-ზე მეტად. გაჩერდება ლარი 2,65-ზე ამ ბიუჯეტით?“,-განაცხადა გოცირიძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი