უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 ოქტომბერი, 2018 17:45
font-size

რომან კაკულია მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის ლარზე რყევებს მომავალშიც ელოდება

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობაა.

როგორც პირველ არხს კაკულიამ განუცხადა, ლარის კურსთან დაკავშირებით კატასტროფულ პროგნოზებს არ ელოდება.

„ლართან მიმართებაში ყოველთვიურად, ფუნდამენტალურად რაიმე ახალს ვერ ვიტყვით. საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს – ძირითადი და არა ძირითადი ფაქტორები, ასევე ეროვნული ბანკის როლი და მოლოდინები. ამ შემთხვევაში, ძირითად ფაქტორებში გადმორიცხვების რაოდენობას მყისიერად ვერ გავზრდით. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტში სამპროცენტიანი ზრდა გვაქვს, სამწუხაროდ, მთავარი სავაჭრო ბალანსია, რომელსაც რადიკალურად ვერ ვცვლით და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ცხადია, ოპოზიცია იტყვის, რომ მოვა, გადასახადებს ერთ თვეში გაანახევრებს და სამოთხეს დაამყარებს, მაგრამ ვისაც სჯერა, შეუძლია, მათი გზით წავიდეს“, – აღნიშნავს კაკულია.

დეპუტატი მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის ლარზე რყევებს მომავალშიც ელოდება.

„მეზობლების მდგომარეობა არსებობს, როგორც ფაქტორი და ველოდები, რომ მომავალში აქედან გამომდინარე გარკვეული რყევები მომავალშიც იქნება, რადგან თუ თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო, 100 დოლარით მეტ საქონელს იყიდიან და იმპორტის რაოდენობა გაიზრდება, ეს ბალანს ურტყამს და არა ჩვენს სასარგებლოდ. ასეთი ტენდენციები ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. წარმოების მყისიერი ზრდა მოკლე ხანში ვერ ხდება. არაფერი ხდება ისეთი, რაც შეიძლება ერთ თვეში შეიცვალოს.

კატასტროფულ პროგნოზებს არ ველოდები, მაგრამ ამ ყველაფრიდან გამომდინარე გარკვეული რყევები იქნება, როგორიცაა ჩვენი ეკონომიკა“, – დასძინა კაკულიამ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი