უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 ოქტომბერი, 2018 15:55
font-size

საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟის დაფუძნება საქართველოში საშუალებას მოგვცემს, რომ საინვესტიციო კლიმატი საქართველოში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ - მამუკა ბახტაძე

საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟის დაფუძნება საქართველოში საშუალებას მოგვცემს, რომ საინვესტიციო კლიმატი საქართველოში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, შემოვიტანოთ ხარისხობრივად ახალი პარამეტრები და ყველაზე მაღალი დონე, რაც კი შეიძლება იყოს საარბიტრაჟო დავების შემთხვევაში - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ახალი ეკონომიკური ინიციატივები გააცნო. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟის დაფუძნებით, შესაძლებელი გახდება, რომ არა მხოლოდ ქართველმა რეზიდენტებმა ისარგებლონ აღნიშნული სერვისით, არამედ თბილისში შესაბამის სერვისს რეგიონში მომუშავე სხვადასხვა კომპანიები მიიღებენ, რაც მამუკა ბახტაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა იმისთვის, რომ სწორედ საქართველო იყოს ეკონომიკური ცენტრი რეგიონისთვის.

„ბევრმა თქვენთაგანმა იცის ჩემი განწყობა, რომ ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ, განსაკუთრებით როდესაც ვსაუბრობთ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე საქართველოში. ჩვენ დღეს დავაანონსეთ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ. თქვენ იცით ჩვენი სამთავრობო გუნდის ხედვა იმის შესახებ, რომ ჩვენ ძალიან აქტიური და შეიძლება ითქვას, აგრესიული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ საქართველო იქცეს რეგიონულ ჰაბად, მათ შორის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობისთვის. 20 დეკემბერს, პარიზში ხელი მოეწერება უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, საერთაშორისო კომერციულ პალატასთან და კერძოდ, მის საერთაშორისო არბიტრაჟთან იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მომავალი წლიდან დაიწყებენ საქართველოში საქმიანობას და ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა თბილისში გახსნას ოფისი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ მინისტრის თქმით, ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება, რადგან შესაბამისი ოფისი მსოფლიო მასშტაბით სულ რამდენიმე ქვეყანაშია გახსნილი.

„ეს არის შანხაიში და ამავე დროს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ევროპაში ის არის წარმოდგენილი მხოლოდ პარიზში და საქართველოს ექნება ეს უნიკალური შესაძლებლობა. ეს მოლაპარაკებები ნამდვილად არ იყო მარტივი და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს კოლეგებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი