უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 მარტი, 2017 11:40
font-size

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 285 მილიონი დოლარის მოცულობის, 3-წლიან პროგრამას იწყებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 285 მილიონი დოლარის მოცულობის, 3-წლიან პროგრამას იწყებს, ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში 3-წლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომელიც დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით". სავალუტო ფონდი საქართველოში ეკონომიკურ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას აპრილში განიხილავს.

ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პროგრამით მოხდება ეროვნული ბანკის რეზერვების მხარდაჭერა და განმტკიცება. კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ პროგრამის დაწყება დადებითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვისაც:

"მივესალმები ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, მივესალმები ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს. მოხარული ვარ, რომ დღეს შეგვიძლია გაცნობოთ მისიის დონეზე მიღწეული შეთანხმების შესახებ 3-წლიანი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ის პროგრამა, რომელიც შემუშავდა ჩვენი ხელისუფლების მიერ და რომელიც სსფ-ს დახმარებით განხორციელდება. ეს არის პროგრამა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი"(EFF), რომელიც, როგორც წესი გამოიყოფა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ მოკლევადიანი პრობლემები საგადასახდელო ბალანსში და ზუსტად ამ პერიოდში ხდება მათთვის დახმარების მიღება. პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მიიღებს 3 წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდში არსებული 100 პროცენტის ქვოტის რაოდენობის თანხას, ეს დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარია. ამ პროგრამის მიხედვით მაქსიმალური თანხა, რომელიც შეიძლება ქვეყანამ მიიღოს არის ქვოტის 435 პროცენტი. ჩვენს შემთხვევაში ვსაუბრობთ მხოლოდ ქვოტის 100 პროცენტზე. მოგეხსენებათ, რომ ყველა პროგრამის მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს სსფ, ეს არის ეროვნული ბანკის რეზერვების განმტკიცება და ზრდა, რადგანაც ეროვნული ბანკის რეზერვების უფრო მყარი პოზიცია ზრდის ქვეყნის მდგრადობას შოკების მიმართ. ამავე დროს იზრდება ინვესტიციები და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. გარდა ამისა, სსფ-ს პროგრამის არსებობა ქვეყანაში არის ის დადებითი სიგნალი, რომელიც გადაეცემა პოტენციურ ინვესტორებს, არამარტო უცხოელ ინვესტორებს, არამედ შიდა ინვესტორებსაც, რომ ის მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება არის კარგი და დადებითი, რამაც დამატებითი სტიმული უნდა შექმნას ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის. ამ მხრივაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელშიც ეროვნული ბანკი მონაწილეობდა საკმაოდ ფართო სპექტრია საკითხებისა, რომელიც პროგრამის განხორციელების განმავლობაში გვაქვს განსაზღვრული. ეს არის პირველ რიგში მიმართული იმისკენ, რომ უფრო განვითარდეს და შემდეგ ეტაპზე გადავიდეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განხორციელების მექანიზმები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. განსაზღვრულია მემორანდუმის გაფორმება ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის ლიკვიდურობის პროგნოზირებასთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უკეთ მოვახდინოთ ლიკვიდურობის პროგნოზირება. ეს კი შეამცირებს ლიკვიდობის რისკებს სისტემაში.

ამავე დროს, მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ ფასიანი ქაღალდებისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების საკითხებს. უფრო სწორედ, ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის განვითარების მიზნით, შემუშავდა სტრატეგია კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ იმ პუნქტებს, რომელიც ამ სტრატეგიაშია მოცემული. გარდა ამისა, პროგრამის განხორციელების პერიოდში გაიზრდება მონეტარული პოლიტიკის განხორციელების საჯაროობა, რაც თავისთავად გაზრდის სანდოობას ეროვნული ბანკის პოლიტიკის მიმართ.

რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, ის ღონისძიებები, რომელიც დასახული გვაქვს, მიმართულია ფინანსური სისტემის სტაბილურობის გაუმჯობესებისაკენ, რათა ხელი შეეწყოს ჯანსაღი სტანდარტების დანერგვას და შეზღუდოს ჭარბვალიანობის ზრდა სისტემაში. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება სხვადასხვა მიმართულებებით ღონისძიებები, ერთ-ერთი ღონისძიება არის მინიმალური კაპიტალის ზრდა ბანკებისათვის, დღესდღეობით ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია საქართველოში და ეს არის სიგნალი, რომ საბანკო საქმიანობას ქვეყანაში ფინანსურად ძლიერი ინსტიტუტები შეძლებენ. დროთა განმავლობაში ჩვენ უკვე დამატებით და უფრო დეტალებში გაგაცნობთ იმ ღონისძიებებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ პროგრამით. აღნიშნულ თემებზე კონსულტაციები ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ აპრილის თვეში სსფ-ს დირექტორთა საბჭო უკვე დაამტკიცებს ამ პროგრამას. ჩვენის მხრივ მადლობა მინდა გადავუხადო ფინანსთა მინისტრს და სამინისტროს თანამშრომლებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც გაკეთდა ამ შეთანხმების მიღწევისათვის, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მერსედესს და იმ გუნდის წევრებს სსფ-დან, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროგრამის შემუშავებაში. მე თავად ვიყავი მონაწილე ასეთი პროგრამების შექმნისა და განხორციელებისა და ვიცი თუ რამდენად დიდ მუშაობას და კონცენტრაციას მოითხოვს სსფ-ს თანამშრომლებისგან აღნიშნული პროცესი", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი