უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მარტი, 2020 15:30
font-size

საგანგებო ვითარებაში ყველა კომპანია ვალდებულია მთავრობის მოთხოვნა დაიცვას - ნათია თურნავა

„ჩვენ დავასრულეთ ყველანაირი მოლაპარაკება. ძალიან მარტივია ჩვენი გადაწყვეტილება და ხედვა. ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში და ყველა კომპანია ვალდებულია, სხვა თუ არაფერი, პატრიოტული მოწოდებითაც კი შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და კორონავირუსთან შეუფერხებელ ბრძოლასთან, მით უფრო, როდესაც ამას კანონიც ავალდებულებს. ესე შეეხება ავიაკომპანიებსაც,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის ინფორმაციით, კვირაში შესრულდება ორი სპეციალური ჩარტერული რეისი.

„სახელმწიფო არ განახორციელებს რაიმე სახის სუბსიდირებას, მაგრამ ავიაკომპანია, რომელიც ამ რეისს შეასრულებს, მკაცრად არის გაფრთხილებული, რომ ბილეთის ფასი მაქსიმალურად მისაღები და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ მათ ბილეთის ფასის მაქსიმალურ ზღვარს ვუწესებთ. ავიაკომპანია ასევე გაფრთხილებულია, რომ ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანა უნდა მოხდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიერ დაწესებული წესებით, თვითმფრინავის სალონში დაცული უნდა იყოს მგზავრთა ე.წ. ჭადრაკული განთავსების წესი. ჩვენ მიღებული გვაქვს დასტური „აირზენასგან“, რომ ისინი ამას დაემორჩილებიან იმიტომ, რომ ეს არის მოცემულობა, ეს არის დღევანდელი საგანგებო ვითარების რეალია და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

საკვანძო სიტყვები:

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი