უახლესი ამბები
- 19.01.2021 17:19თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
- 19.01.2021 14:40მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
- 19.01.2021 14:40ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
- 19.01.2021 12:10გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- 19.01.2021 12:10ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
- 19.01.2021 10:46დღის კალენდარი _ 19 იანვარი
არქივი
ეკონომიკა


„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს მართავს
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს მართავს. ფონდის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტში ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან არსებული ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის მიწვევით იმყოფება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ჩინეთის სახელმწიფო-კერძო სექტორის თანამშრომლობის ფონდის (PPP FUND) საბჭოს თავმჯდომარეს ჭოუ ჩენგიუეს შეხვდა.
PPP ფონდი ჩინეთის სახელმწიფოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს.
„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ჩინეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა პირველად PPP ფონდის საქმიანობის ისტორიაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინვესტიცია სწორედ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში განახორციელოს. საქმიან შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის სტრუქტურაში არსებული ტექნოლოგიების ბაზრის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელთან ჭანგ იანთან გამართეს შეხვედრა. „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენის დირექტორმა გიორგი დანელიამ და ფონდის შვილობილი, „დარგობრივი განვითარების კომპანიის“ კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კვერნაძემ ასოციაციის მენეჯმენტს ფონდის მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მხარეებმა დეტალურად განიხილეს პოტენციური საინვესტიციო პროექტები და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სტუმრად იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმსხვილესი ტელეარხის „CCTV 7“-ის ეთრში, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მაუწყებლობს. არხის მიწვევით, დავით საგანელიძემ „CCTV 7“-ის პირდაპირ ეთერში 2-მილიარდიან აუდიტორიას საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის საინვეტიციო, ტურისტული და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი გააცნო. ასევე, ტელეკომპანიის სამუშაო ჯგუფი საქართველოში მოიწვია და სპეციალური საიმიჯო გადაცემის მომზადება შესთავაზა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ქართულ მეღვინეობას გაუწევს პოპულარიცაზიას.
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის უმსხვილეს ტექნოლოგიურ კორპორაცია „China Transinfo”-ს მენეჯმენტს შეხვდა. კორპორაცია ჩინეთის ყველა სახის შიდა სატრანსპორტო საშუალებას უწევს ზედამხედველობას და უზრუნველჰყოფს მათ უსაფრთხოებას. აგრეთვე, ფლობს მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უდიდეს მონაცემთა ბაზას და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპანიას ლოგისტიკური მიმართულებით.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის საქმიანი შეხვედრები ქალაქ შენჭენისა და გუანჭოუში.
საკვანძო სიტყვები:

ენგურჰესი დროებით ჩერდება
18 იანვარი, 2021 , 17:45

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე
16 იანვარი, 2021 , 15:15

უსაფრთხო ქსელების ხაზებში საქართველოს გაერთიანება კერძო სექტორისთვის იქნება სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციებისთვის - ქით ქროქი
15 იანვარი, 2021 , 14:10

დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 15.9 პროცენტით გაიზარდა
15 იანვარი, 2021 , 13:03

კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
14 იანვარი, 2021 , 16:55

რომელ დარგებს დაუსუბსიდირდებათ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი
13 იანვარი, 2021 , 14:10