უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 აპრილი, 2018 12:20
font-size

საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივას“ და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია - დიმიტრი ქუმსიშვილი

„ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივა“ (BRI) მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილე ქვეყანას, რადგან იგი ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობას, სახელმწიფოებს შორის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ინიციატივა ასევე გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის და სოციალური კეთილდღეობის ზრდას ყველა მონაწილე ქვეყნისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის“ იმპლემენტაციას მნიშვნელოვანი ინვესტიციები და კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ესაჭიროება.

მისი განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი იყო იმ პირველ ქვეყნებს შორის, რომელიც შეუერთდა BRI-ის ინვესტიციას და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ამ მიმართულებით.

„მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ჩვენ ჩინეთთან გაგვაჩნია, რა თქმა უნდა დაიწყო სწორედ იმ პირველი ბიძგიდან, რომელსაც „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის“ მიერთება ერქვა. საქართველო დღეს უკვე აბრეშუმის გზის ძირითადი მონაწილე ქვეყანაა, ჩვენ ორჯერ ვუმასპინძლეთ ფორუმს ჩვენს ქვეყანაში და ინტერესი რა თქმა უნდა, ძალიან დიდია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუტანოს სარგებელი. კერძოდ კი, შეიქმნას დამატებითი ღირებულების სერვისები დ ა პროდუქტები.

„ისეთები, როგორიც არის ლოჯისტიკური ცენტრები, სადაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და შესაბამისად, ახალი დამატებითი ღირებულება შეიქმნება ჩვენს ქვეყანაში“ , - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო სრულად იზიარებს „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის“ თანამშრომლობის ხუთ ძირითად პრიორიტეტს და ყოველთვის მიესალმება ახალ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირების გაძლიერებასა და საერთაშორისო გადაზიდვებისა და ვაჭრობის ხელშეწყობას.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი