უახლესი ამბები
- 25.01.2021 10:45საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
- 25.01.2021 10:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
- 25.01.2021 10:45„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს
- 25.01.2021 10:25ანონსი - 25.01.21
- 25.01.2021 10:25დღის კალენდარი - 25 იანვარი
არქივი
ეკონომიკა


საქართველო შიდა აუდიტორთა საერთაშორისო შეხვედრას მასპინძლობს
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში, საერთაშორისო შეხვედრა - "თანამედროვე შიდა აუდიტი - ახალი მიდგომები" გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავს თანამედროვე შიდა აუდიტის როლის განხილვას ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების კუთხით, ასევე, შიდა აუდიტის გამოწვევების, რისკებისა და პერსპექტივების შესახებ გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა.
"დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესოა, რადგან ის მიმოიხილავს იმ ბოლო ტენდენციებს, რაც დაკავშირებულია შიდა აუდიტის საქმიანობასთან. შიდა აუდიტის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ორგანიზაციისთვის. ეროვნულ ბანკში განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭეთ ამ მიმართულებას. მახსოვს 1993-1994 წლებში, როდესაც ეროვნულ ბანკში ვმუშაობდი, მაშინ ეყრებოდა საფუძველი ამ ყველაფერს და დღეს სასიამოვნოა, რომ ასეთი მიღწევები გვაქვს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ნიდერლანდების ცენტრალურ ბანკთან ამ საკითხთან დაკავშირებით, გვაქვს მუდმივი კონსულტაციები იმ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. დღევანდელი შეხვედრა კარგი საშუალებაა იმისა, რომ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგებთან ერთად განვიხილოთ თუ როგორ უყურებენ ისინი ამ საქმეს, რა განსხვავებები გვაქვს და როგორ უნდა მივაღწიოთ საერთო მიზნებს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობენ ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები შიდა აუდიტის სფეროდან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროების წარმომადგენლთა ჩართულობა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობენ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდის ჯგუფში შემავალი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნების - ჰოლანდიის, ჩეხეთის, უნგრეთის, უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, მაკედონიის, მოლდოვის, რუმინეთის, ლიტვის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ირანის, ყირგიზეთისა და სლოვაკეთის ცენტრალური ბანკების შიდა აუდიტორები.
შეხვედრას უძღვებიან შიდა აუდიტის სფეროს ცნობილი ექსპერტები ჰოლანდიის ცენტრალური ბანკიდან - რობერტ კორნელისი და ანეტ მანი. მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა ცვლილებები შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებში, რისკზე დაფუძნებული შიდა აუდიტის მიდგომა, თაღლითობის რისკის შეფასება, თაღლითობის პრევენცია და აღმოჩენა, თაღლითობის კვლევის ტექნიკები, შიდა აუდიტის დამატებითი ღირებულება კორპორატიულ მმართველობაში, დაცვის მესამე ხაზის ღირებულების მაქსიმიზაცია, შიდა აუდიტის ეფექტურობის შეფასება და გაუმჯობესება.
საკვანძო სიტყვები:

მიწა არ უნდა იყიდებოდეს, განათლება უნდა ფინანსდებოდეს - ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან
23 იანვარი, 2021 , 12:22

ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
22 იანვარი, 2021 , 18:21

ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
22 იანვარი, 2021 , 16:10

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა
22 იანვარი, 2021 , 12:20

ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდია 15 ლარამდე გაიზარდა
22 იანვარი, 2021 , 12:20
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში` პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ
21 იანვარი, 2021 , 12:35