უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 დეკემბერი, 2016 15:30
font-size

საქართველოდან ჩინეთში შესაძლოა 6 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო გავიდეს - დავით საგანელიძე

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, საქართველოსთვის ჩინეთის ბაზარი მნიშვნელოვანია.

პრესკონფერენციაზე საგანელიძემ ჩინეთში ორკვირიან ვიზიტზე ისუაბრა და აღნიშნა, რომ საპარტნიორო ფონდი ჩინეთთან ერთობლივად მნიშნელოვანი პროექტების განახორცილებას გეგმავს.

ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტი ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის რეალიზაციაა.

„საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩვენი ჩინეთში ვიზიტი. ჩვენდა სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, მინდა გითხრათ, რომ ჩინეთში უკვე ფალსიფიცირებულ ქართულ ღვინოს ასხამენ,სასიხარულოდ იმიტომ, რომ ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია იზრდება, სამწუხაროა, რომ არაჯანსაღი პროდუქციით ხდება კონკურენციის გაწევის მცდელობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის ქალაქ გუანჯოში ჩვენ შევხდით ჩვენს პარტნიორებს. საგულისხმოა, რომ მხოლოდ საპარტნიორო ფონდის მხრიდან, ჩინეთში, 1 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო შევა, ხოლო მთლიანად საქართველოდან ამ ციფრმა შესაძლოა 6 მილიონსაც გადააჭარბოს. ჩვენი მიზანია,ჩვენმა ღვინომ ჩინეთის ბაზარზე ადგილი დაიკავოს მაღალ ან შუა ეშელონებში.

ძალიან კურიოზული სიტუაციაც შეიქმნა გუანჯოში გამართულ ფორუმზე, რომელსაც დაახლოებით 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ეს ფორუმი გადაიქცა ქართულ-ჩინურ ფორუმად. მალე ჩვენ გუანჯოში ჩვენი ოფისი გვექნება. მშენებარე სავაჭრო ცენტრში უკვე გამოყოფილია 100 კვადრატული მეტრი ფართი, სადაც მომავალი წლიდან ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან,“-განაცხადა დავით საგანელიძემ.

დავით საგანელიძის ინფორმაციით, მალე, ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხებზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის შექმნილი რეკლამაც იტრიალებს.

„მე პოლიტიკას ჩამოვშორდი, მაგრამ რადგან ჩინეთში ვიყავი, შევხვდი იქ ჩემს მეგობრებს და ძალიან კარგ და სასიამოვნო შეთანხმებას მივაღწიეთ. მე მათ შევთავაზე, რომ დაგვიფინანსონ კლიპი, რომელიც ჩინეთის მოსახლეობას საქართველოს უკეთესად გააცნობს და ამაზე თანხმობა მივიღე, რაც ძალიან სასიამოვნოა. მალე ჩინეთის ცენტრალური არხების სარეკლამო ბადეში 10-წუთიანი ქართული ვიდეოკლიპი გამოჩნდება,“ – განაცხადა დავით საგანელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მონიკა დავლიანიძე

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი