უკან
ეკონომიკა
25 დეკემბერი, 2017 13:20
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.1 მლრდ ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
,,2017 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.1 მლრდ ლარით, ანუ 3.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.2 პროცენტი შეადგინა) და პირველი დეკემბრისათვის 34.6 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.5 პროცენტია“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.