უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ნოემბერი, 2016 18:20
font-size

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საჩივარი დააკმაყოფილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ცნობით, უწყებას ააიპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ განცხადებით მიმართა და „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებების პროცედურული კუთხით კანონიერების შესწავლა მოითხოვა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქარტიამ შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს მის ერთ-ერთ გადაცემაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით მიმართა. ქარტიის მოსაზრებით, სიუჟეტში გასაჯაროვდა არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია - დიაგნოზი. შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანომ ქარტიის საჩივარი „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვის 10 დღიანი ვადის გაშვების მიზეზით განსახილველად არ მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ ძალაში დატოვა. ააიპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში მაუწყებლის ქმედების გასაჩივრების 10 დღიანი ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს და კომისიას სთხოვა ემსჯელა, დაარღვია თუ არა შპს „სტუდია მაესტრომ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულება.

კომისიამ ააიპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საჩივარი შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ვინაიდან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმისთვის მიმართვის ვადას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, აღნიშნული შესაძლოა გაწერილი იყოს მაუწყებლის თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების განსაზღვრის დებულებით. კომისიამ მხარეებს განუმარტა, რომ არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, 10 დღიანი ვადა მხოლოდ ფაქტის უსწორობას ეხება.

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი