უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 მაისი, 2024 17:07
font-size

საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს - საქართველოში აშშ-ის ელჩი

ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ - ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი“, - აცხადებს დანიგანი, რომლის განცხადებაც საელჩოს სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის ელჩი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ ერთგულება კვლავ დაადასტუროს.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

16 მაისი, 2024 , 19:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიც

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ლევან ხაბეიშვილი

16 მაისი, 2024 , 18:05

„რუსული კანონი“ უდრის ეკონომიკურ კოლაფს - ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ექნება ქაღალდის ფასი

სრულად ვუჭერ მხარს ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში ქართველების დახმარებას - შარლ მიშელი

16 მაისი, 2024 , 14:11

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და შემდეგ პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. სა

კახა კალაძემ ახალგაზრდებს მიმართა: არ დაუჯეროთ, უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესი აქვთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი

16 მაისი, 2024 , 12:32

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, მიმართა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და არავინ შეძლოს მათი შეცდომაში შეყვანა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ „

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

16 მაისი, 2024 , 12:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიც

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები, მხარდაჭერა და არა ფარისევლობა, ძირის გამოთხრა, ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ ჩრდილოეთიდან - შალვა პაპუაშვილი

16 მაისი, 2024 , 11:40

ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალ გამოწვევებთან გამკლავება საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი