უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 დეკემბერი, 2020 13:29
font-size

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრმა პანდემიის პერიოდში 161 საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის მიმართულების ბაკალავრმა ოთარ მურმანიშვილმა, კოვიდპანდემიის პირობებში, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო კურსი შეისწავლა და შესაბამისი 161 სერთიფიკატი მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოთარ მურმანიშვილმა პირველი სერთიფიკატი ქსელური ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედი მოწინავე კომპანია Cisco Systems Inc-გან მიიღო, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იმყარებს პოზიციას მსოფლიო კომპანიათა ტოპ ასეულში.

„პანდემიის დროს, როცა ყველაფერი დაიკეტა და სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატში გადავიდა, თავისუფალი დრო საკმარისზე მეტი დამრჩა. ამიტომ, გადავწყვიტე რაიმე კიდევ მესწავლა და სერტიფიკატი ამეღო. ძირითადად, რასაც ხელს ვკიდებ, იოლად გამომდის - ვსწავლობ, ვუკრავ 5 საკრავზე, ვმღერი 14 წელია, 17 წელია ვთამაშობ ჭადრაკს. ბაკალავრიატზე სწავლის მე-4 წელს სახელმწიფო სტიპენდიასაც გამოვკარი ხელი - დისტანციურმა რეჟიმმა სწავლა 1000-ჯერ გამიადვილა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ საინჟინრო ფიზიკას, რაც ძალიან მაინტერესებს. პარალელურად, ჟურნალისტიკაშიც „წავიბაჯბაჯე“ ცოტა - ისრაელის ერთ-ერთმა კომპანიამ ინგლისურ-რუსულენოვანი სტატიების ავტორად და თარჯიმნად ამიყვანა. ბუღალტერიითაც დავინტერესდი და მაქვს გარკვეული გეგმები. პირველი კომპანია, რომელსაც დიდი წვალებით დავუკავშირდი ყველასათვის ცნობილი Cisco-ა. ზოგადად, მსგავსი კომპანიები თავდაცვის არნახული უნარით გამოირჩევიან. თავიდან ძალიან გამიჭირდა კურსების მოძებნა, ვაი-ვიშით გადავლახე HTML ლაბირინთები, და ევრიკა! - შევაღწიე ერთ-ერთ კურსზე და დავიწყე სწავლა. რამდენიმე საათში დაიბადა ჩემი პირველი სერტიფიკატი მსოფლიო ვებსივრცეში - პირველი დამოუკიდებელი მიღწევა. მომდევნო 2 დღე-ღამეში მათი რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ღამეს ღამეზე ვათენებდი და მიხაროდა, რომ პრინციპს მივხვდი: როგორ უნდა მემოქმედა, რომ ამეღო სერტიფიკატები. ეს არ არის დამოკიდებული გამართლებასა და ალბათობაზე. უცხო საიტები ჩემთვის უკვე აღარ წარმოადგენდა იმ ლაბირინთებს, რაც Cisco-ში დამხვდა. მარტივად „დავძვრებოდი“ საიტიდან საიტზე, ვეძებდი ჩემთვის საინტერესო უფასო კურსებს სერტიფიკატით და დისტანციური სწავლებით და როგორც ბოსტონის ფილიალზე ხუმრობენ, ისე გამქონდა და გამქონდა“ - ჰყვება თავის ისტორიას ოთარ მურმანიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრმა შეძლო კოვიდპანდემიით გამოთავისუფლებული დრო ცოდნის გასაღრმავებლად გამოეყენებინა. როგორც თავად გვიხსნის, კოვიდპანდემიის საპასუხოდ, აკადემიები და სასწავლებლები, საქმიანობა რომ არ შეეჩერებინათ, სასწავლო კურსებისა და სერტიფიკატების გაცემის უფასო სისტემაზე გადავიდნენ. ამით გაიზარდა მათ საიტებზე ინფორმაციის მოცულობა, ტრაფიკები და ვიზიტორთა რაოდენობა.

„სახმედრო ტექნიკის კურსებიც კი გავიარე რუსულ და ინგლისურ ენებზე - ნატოს ჯარებისა და რუსეთის თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების, ატომურ-ბირთვული მეცნიერებისა და წყალქვეშა ნავების კურსები. ჯამში 160+1 სერტიფიკატი და რამდენიმე ატეული დამსახურების წერილი ავიღე სხვადასხვა მიმართულებით: კომპიტერული მეცნიერებები, ფინანსები, საბანკო სისტემა, ბუღალტერია, მენეჯმენტი და მისი განხრები სხვადასხვა სფეროში“, - აღნიშნავს ოთარ მურმანიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ოთარ მურმანიშვილმა, პანდემიის პერიოდში არა მხოლოდ 161 საერთაშორისო სერტიფიკატისა და 80 დამსახურების წერილი მიღება შეძლო, არამედ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო სტიპენდიანტი გახდა.

იქით მხარეს არის ზიზღი, თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი - გუკა რჩეულიშვილი

16 მაისი, 2024 , 16:44

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.  „მათმა

ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, ძალის გადამეტებაზე გამოძიების დეტალები წარადგინონ

16 მაისი, 2024 , 15:51

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს მიმართავენ და აქტივისტების, აქციაზე დაკავებულების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 15:29

პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით,

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

16 მაისი, 2024 , 13:53

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც „ფორმულას“ ეთერში ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. „მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ, შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტო

ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა - მიხეილ სარჯველაძე

16 მაისი, 2024 , 12:41

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზ

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

16 მაისი, 2024 , 10:39

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი