უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 იანვარი, 2017 16:45
font-size

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმება შედგა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

9-11 იანვარს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ,,საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების” ტექსტზე მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ქართულ მხარეს ინდოეთის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს, კერძოდ, ისეთ ქალაქებში როგორიცაა - დელი, მუმბაი, გოა, ჩენაი, ჰაიდერაბადი, ბენგალურუ. აღნიშნულ მომენტამდე კი რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ დელის მიმართულებით იყო შესაძლებელი. მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება საწყის ეტაპზე თითოეული მხრიდან კვირაში 21 სიხშირით ფრენაზე, აქამდე მოქმედი მემორანდუმის შესაბამისად ქვეყნებს შორის ფრენების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ 4 სიხშირით.

აღნიშნულ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 2016 წლის 10 ნოემბერს ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის გაჯაპათ რაჯუს სამუშაო ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა. მემორანდუმში ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარების კუთხით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებასა და ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების გამართვა უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა.

მხარეებს შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება სამართლებრივ საფუძველს შექმნის საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიაფრენების დასაწყებად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლის მიზნით ინდოეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ტურისტულ კომპანიებთან.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი