მოზაიკა
საქართველოში 14 და 15 ოქტომბრისთვის უმეტესად უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 14 და 15 ოქტომბრისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 14 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +23, +28; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +18, +23 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან დილის საათებში ნავარაუდევია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +18, +23; მთაში +18, +23; მაღალ მთაში +11, +16 (ზოგან +23-მდე) გრადუსი.
თბილისში ღამისა და დილის საათებში ნავარაუდევია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +20 გრადუსი იქნება.
ზეგ, 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +23, +28; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +18, +23 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +20, +52; მთაში +19, +24; მაღალ მთაში +12, +17 (ზოგან +22-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +24 გრადუსი იქნება.